вторник, 31 марта 2015 г.

ნ.შატაიძის,,მოგზაურობა აფრიკაში''(გეგმა)

გაკვეთილის თემა
ნ.შატაიძე-,,მოგზაურობა აფრიკაში’’

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური
საბაზო,მე-7კლ.
მოსწ.რაოდენობა
20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
1
ეროვნული სასწ. გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები
VII.1.მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე
VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით.
VII.6.მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად  გამოყენება.
VII.7.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.                     
მიზნები
1.ინფორმაციის მიღებისა და გააზრების უნარის გამომუშავება;
2.წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა;
3.თხრობისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
4.კითხვის სტრატეგიების დაუფლება;
5.კვლევა-ძიების უნარის გაღრმავება;
6.კრიტიკული აზროვნების განვითარება.
თანმიმდევრობა
გაკვეთილი იწყება გამოწვევით-ვახორციელებ შემდეგ  აქტივობებს:I.საშინაო დავალებისპრეზენტაცია(რა ვიცით აფხაზეთზე?) (5წთ.)
აქტივობა2.გ.ოვაშვილის ფილმის,,გაღმა ნაპირის’’ ჩვენება.(5წთ.)
აქტივობა3.წყვილებში მუშაობა-რა დროა ასახული ფილმში?(5 წთ.)
  გადავდივართ შემდეგ ფაზაზე-შინაარსის რეალიზება:აქტივობა4.მინილექცია-მოკლედ ვსაუბრობ ნ.შატაიძის შესახებ,რომლის ნაწარმოების მიხედვითაცაა გადაღებული ფილმი  და ვაკეთებ აქცენტს სათაურზე;(5-7 წთ.დავურთავ პრეზენტაციასაც)
აქტივობა5.ტექსტის კითხვა(10-15წთ.) ტექსტი იყოფა ნაწილებად,თითოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ ვაკეთებთ საორიენტაციო პაუზებს,გზადაგზა იხსნება უცხო სიტყვები,ბარბარიზმები,პარალელურად ვავსებთ ვარაუდების სქემას.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე მუშაობს შავი კონტურით შემოხაზული ცხოველების ფიგურების გაფერადებაზე.(პროექტორზე მექნება გამოტანილი ფერებზე დასაკვირვებლად)- შემოწმება-2წთ.
აქტივობა6.წაკითხულის გასააზრებლად ვსვამ კითხვებს(5წთ.)
აქტივობა7. საშინაო დავალება(2 -3წთ.),,90-იანი წლების თბილისი’’






შეფასება
შეფასების რუბრიკები
რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი...

Комментариев нет:

Отправить комментарий