კვლევა





სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქ. ხაშურის N2  საჯარო სკოლა
        საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


თემა :,,როგორ გავხადოთ სახალისო და ნაყოფიერი ქართული             ენის გრამატიკის შესწავლა“
                                       

                                საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

                                                            მასწავლებლები : ნანა მაისურაძე
                                                                                       მაია არსენაძე



                                2018-19 სასწ.წელი
სარჩევი
პრაქტიკული კვლევა --------------------------------------------------------------------------- --1-2
შესავალი --------------------------------------------------------------------------------------------- 3
თავი I კვლევის მიზანი და ამოცანები --------------------------------------------------------4-8
1.1   მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლების და საკვლევი ობიექტების შესახებ--4
1.2   საკვლევი საკითხის აქტუალობა ------------------------------------------------------------4-5
1.3   გრამატიკის სწავლება და მასთან დაკავშირებული სირთულეები----------------------6-7
1.4   კვლევის მიზანი -------------------------------------------------------------------------------7-8
1.5   საკვლევი საკითხები --------------------------------------------------------------------------8-9
თავი II პრაქტიკული კვლევის არსი ---------------------------------------------------------9-10
თავი III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი-----------------------------------------10-17
თავი IVმთოდოლოგია ------------------------------------------------------------------------17
4.1 კვლევის სამიზნე ჯგუფი ------------------------------------------------------------------17-18
4.2 მონაცემთა შეგროვება ----------------------------------------------------------------------18-20
4.3 მონაცემთა დამუშავება-ანალიზი ---------------------------------------------------------20-26
4.4 კვლევის ვადები -----------------------------------------------------------------------------26-28
თავი V ინტერვენციები------------------------------------------------------------------------28
5.1 ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება ------------------------------------------ -28-35
5.2 ინტერვენციის შეფასების მეთოდები --------------------------------------------------------35
5.3 ინტერვენციების შედეგები ---------------------------------------------------------------35- 37
თავი VIკვლევის შედეგები ---------------------------------------------------------------37-38
თავი VII მიგნებები,რეკომენდაციები,დასკვნები------ --------------------------------38-40
გამოყენებული ლიტერატურა -----------------------------------------------------------------40-41
დანართები --------------------------------------------------------------------------------------42-44
     
შესავალი
            წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის .ხაშურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების(ნანა მაისურაძისა და მაია არსენაძის) მიერ ჩატარებულ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიშს,რომელიც მიმდინარეობდა  2018 წლის დეკემბრიდან 2019  წლის მაისის ჩათვლით კვლევაში გარდა სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებისა (IX და IX კლასები), ჩართული იყვნენ სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.მათთან თანამშრომლობით მიღწეული შედეგი, მიგნებები,   დასკვნები,რეკომენდაციები, ჩვენი კვლევის სახით, ვფიქრობთ, კოლეგებსაც დააინტერესებს.

ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან:

I კვლევის მიზანი და ამოცანები
               II პრაქტიკული კვლევის არსი
               III ლიტერატურის მიმოხილვა-ანალიზი
               IV მეთოდოლოგია
               V ინტერვენციების აღწერა,დაგეგმვა-განხორციელება, შეფასება
               VI  კვლევის შედეგები
               VI I კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები
I თავი
ვლევის მიზანი და  ამოცანები

I-1 მოკლე ინფორმაცია მკვლევარი მასწავლებლებისა და საკვლევი ობიექტების შესახებ
            კვლევის ჩატარება გადავწყვიტეთ სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლებმა, ნანა მაისურაძემ და მაია არსენაძემ. კვლევის  ობიექტებად კი ავირჩიეთ ამავე სკოლის  საბაზო საფეხურის, კერძოდ, IX და IX კლასების მოსწავლეები. 

I-2 საკვლევი   საკითხის   აქტუალობა

       ,,რასა ჰქვია ენის ცოდნა? რასაკვირველია,არა კმარა,მარტო სიტყვები ვიცოდეთ,უნდა ისიც გვესმოდეს,თუ როგორ შევუთანხმოთ ეს სიტყვები ერთი მეორეს და წინადადება როგორ ავაშენოთ.ამისთვის საჭიროა ენის სულისა და გულს შეგნება’’.
                                                                                ვაჟა-ფშაველა

            ეროვნული სკოლის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მშობლიური ენისადმი დიდი პატივისცემა და სიყვარული აღძრას მოზარდებში,შეაგნებინოს,რომ მისი სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა აუცილებელია,რომ ენა,,ბურჯია ეროვნებისა’’(.გოგებაშვილი) და, ამავე დროს, ნაწილია,,კაცობრიობის კულტურის დიდებული სალაროსი”. ისევ გოგებაშვილს დავესესხები: ,,თუ მსოფლიო ისტორიას თვალს გადავავლებთ,იქაც ვიპოვით დამტკიცებას იმ აზრისას,რომ ზურგის შექცევა დედა-ენისა დიდად ვნებს ხალხს,აქვეითებს და უკან სწევს...ერის გადაგვარება და გაქრობა მარტო მის კერძო უბედურებას როდი შეადგენს,იგი ნამდვილი დანაკლისია კაცობრიობისა,რომელსაც ამით აკლდება თავისი ნაწილი ან წევრი,უშრება ერთი თავისი იმ წყაროთაგან,რომელნიც ავსებენ შეერთებულად მსოფლიო კულტურის ზღვასა.’’
             ზემოთქმულიდან გამომდინარე, არაა საკმარისი, გვატკბობდეს მხოლოდ სხვათა ხელით  დაწერილი ,, ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”, არამედ ჩვენც უნდა  ვიზრუნოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საამაყო ისტორიის მქონე ქართული ენის აწმყოსა და მომავალზე. პირველი ნაბიჯები ამ კუთხით სკოლაში იდგმება და საჭიროა, სწორედ აქ დაისახოს სამომავლო ეგმები, ენის შესწავლის გზაზე არსებულ პრობლემათა იდენტიფიცირებაც მოხდეს და მათი გამოსწორების საშუალებებიც მოიძებნოს.
            მოზარდმა სკოლაშივე უნდა შეიგრძნოს ხიბლი მშობლიური ენის სიტკბოებისა და აუცილებლობა მისი სიღრმისეულად შესწავლისა.ადამიანის ცხოვრება და საქმიანობა ჩვილი ბავშვობიდან მოყოლებული განუყრელადაა დაკავშირებული ენასთან,თუმცა,ვფიქრობ,საბაზო საფეხურზე ხდება სწორედ ღრმად გააზრება იმისა, რას, რისთვის, რატომ და როგორ აკეთებ.სწორედ ამ ასაკში უნდა იმძლავროს შინაგანმა მოტივაციამ და მასწავლებელი რა გაზას აირჩევს მის ასამაღლებლად, ამას  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
                საკვლევი საკითხის აქტუალობას უსვამს ხაზს ესგ-ში  ნათქვამი სიტყვები: ,,ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის ბირთვს წარმოადგენს ენა,როგორც პიროვნების თვითგამოხატვის,აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის საშუალება...ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის,არამედ,სხვა საგანთაგან განსხვავებით,სწავლების ენაა,ყველა დანარჩენი საგნის სწავლების საშუალება”.
           

            I-3 გრამატიკის სწავლება და მასთან დაკავშირებული სირთულეები
            ზოგადად,გრამატიკის შესწავლა ბევრი მოსწავლისთვის პრობლემას წარმოადგენს,ერთგვარ  ,,აქილევსის ქუსლადაამიჩნეული.,,შემაჯამებელ სამუშაოში დაბალი შეფასება მივიღე,გრამატიკული შეცდომები მქონდაო“-ხშირად გაიგონებ ამგვარ დასკვნებს.გამონაკლისს არც ჩვენი მოსწავლეები წარმოადგენენ,რომელთათვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს პუნქტუაცია წარმოადგენს.ხშირად მათ მიერ დაწერილ თხზულებაში აზრი ბუნდოვანია და ამის მიზეზი სასვენ ნიშანთა უმართებულო გამოყენება ან საერთოდ გამოუყენებლობაა. თითქოს წესი იციან, აქვთ თეორიული ცოდნა, მაგრამ არ აქვთ მისი გამოყენების უნარ-ჩვევა.
            ამ პრობლემაზე ხშირადაა საუბარი საერთოდ საგანმანათლებლო სივრცეში,რადგან  კოლეგებისგანაც(როგორც საბუნებისმეტყველო და ტექნიკური,ისე საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგებისგან) ხშირად გაგვიგონია,თუ მოსწავლემ გრამატიკა არ იცის,გვიჭირს მასთან ლოგიკურ ამოცანებზე მუშაობა,სააზროვნო მასალის დაძლევასაც ვერ ართმევს თავს,შემაჯამებელ სამუშაოში ბუნდოვნად მსჯელობს და ..
             ანსაკუთრებულად ესაჭიროებათ ქართული ენის გრამატიკის ცოდნა უცხო ენების გაკვეთილებზე, რომლებზეც ხშირად ინტეგრირება გვიწევს და ცოდნის ტრანსფერი გარდაუვალია. ქართული ენის საკმაოდ ღრმა და საფუძვლიან ცოდნას ითხოვს აბიტურიენტისგან მისაღები გამოცდაც და, ბუნებრივია, მთელი ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე ვცდილობთ,კვალდაკვალ მივყვეთ 21- საუკუნის მოთხოვნებს, სწავლა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემის პროცესად არ ვაქციოთ და ის, რასაც ვასწავლით,პრაქტიკულად გამოადგეთ ჩვენს აღსაზრდელებს-მართლწერასა და მართლმეტყველებაში გაწაფულ ახალგაზრდებად ჩამოყალიბდნენ.
            ქაეთული ენის გრამატიკის სწავლების საკითხი და მასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად განგვიხილავს კათედრის სხდომებზე. როგორც ირკვევა, უმრავლესობას  მიაჩნია, რომ მოსწავლეების მხრიდან გრამატიკისადმი გულგრილი დამოკიდებულება ან ერთ-ერთ ყველაზე რთულ საგნად მიჩნევა განპირობებულია იმით, რომ ენა-ლიტერატურა ინტეგრირებულად ისწავლება(ამ პრინციპით არის შედგენილი სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოები), რომ გრამატიკა ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს, რათა მასწავლებელს საშუალება მიეცეს თანმიმდევრულად, დოზირებულად მიაწოდოს ცოდნა.ინტეგრირებულ სახელმძღვანელოებში პრაქტიკულ სავარჯიშოთა დეფიციტსაც ბევრი ასახელებს პრობლემად, ბევრი მათგანი სწავლებისას უპირატესობას ანიჭებს ძველ, ტრადიციულ სახელმძღვანელოებს(აკ.შანიძისა და .კვაჭაძის ავტორობით) .
            ჩვევფიქრობთ, რომ შეიძლება პრობლემა მხოლოდ სახელმძრვანელო ან ენა-ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლა არაა მხოლოდ, რომ საკითხი უფრო ღრმა დაკვირვებას საჭიროებს, ამიტომაც დავგეგმეთ კვლევა და მიზნად დავისახთ პრობლემის გადაჭრის, ქ ართული ენის გრამატიკის ხალისით და ეფექტურად სწავლის გზების ძიება.


I-4 კვლევის მიზანი

                კვლევის  მიზანია, შევისწავლოთ, რა წინარე უნარ-ჩვევებს ფლობენ ქართული ენის გრამატიკაში სწავლების საბაზო საფეხურის დამამთავრებელ ეტაპზე მყოფი მოსწავლეები, რა სახის პრობლემებს აწყდებიან მათთან სააზროვნო ტექსტებზე მუშაობისას  სხვა საგნის მასწავლებლები; რომელი გრამატიკული საკითხების შესწავლა ერთულებოდათ მოსწავლეებს წინა კლასებში და რომელი მეთოდით ეადვილებოდათ სწავლა?კონკრეტულად რა სირთულეები იკვეთება და რომელი სტრატეგიების გამოყენებაა საჭირო პრობლემების გადასაჭრელად; რომელი  აქტივობები უნდა დავნერგოთ სასწავლო პროცესში  იმისათვის, რომ ქართული ენის შესწავლის როცესი ხალისიანად ა, რაც მთავარია,შედეგიანად წარიმართოს.

I-5 საკვლევი საკითხები

            კვლევის უმთავრესი ამოცანაა, პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას: როგორ გავხადოთ სახალისო და ნაყოფიერი ქართული ენის გრამატიკის შესწავლა?
            ქვეკითხვები კვლევის მთავარ საკითხზე პასუხის გასაცემად:


ü  რა თეორიულ ცოდნას ფლობენ მოსწავლეები სწავლების კონკრეტულ ეტაპზე?
ü  როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში?
ü  როდის ამახსოვრდებათ ყველაზე კარგად გრამატიკული მასალა?
ü  რა სახის საშინაო და საკლასო დავალებები მოსწონთ?
ü  ომელი სასვენი ნიშნის გამოყენებისას უშვებენ ისინი უფრო ხშირად შეცდომებს  და რატომ?
ü  მოქმედებს თუ არა ოსწავლეთა სწავლის ხარისხზე შეფასება და თვითშეფასება?
ü  არის თუ არა საკმარისი  საბაზო საფეხურზე მიღებული ქართული ენის გრამატიკაში მიღებული თეორიული ცოდნა საშუალო საფეხურზე პრაქტიკულად გამოყენებისათვის?
ü  გრამატიკის ცოდნა ეხმარება თუ არა მათ სხვა საგნების უკეთ გაგება-გააზრებაში?
           

 II თავი
პრაქტიკული  კვლევის არსი

                პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს.ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკვლევარ - მასწავლებლები საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.ის ერთ -ერთი მთავარი ინსტრუმენტია, დაგეგმილი და დროში გაწერილი ქმედებაა, სწავლა -სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული.
            სიახლის მაძიებელი, კვლევა-ძიებაში ჩართული პედაგოგი ყოველწუთიერად აკვირდება სასწავლო პროცესს, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, უღრმავდება მას ,სახავს გადაჭრის გზებს  და პოულობს გამოსავალს.
            ეუდავებელი   ჭეშმარიტებაა, რომ საკვლევ თემას,, გამოცდილება გვკარნახობს“, რომ ის უნდა იყოს აქტუალური სკოლისთვის და არ იქცეს ,,ღია კარის მტვრევად. მკვლევარ მასწავლებელს ყოველდღიურმა პრაქტიკამ უნდა  უკარნახოს, წამოაწყებინოს  ეს საქმე, ხოლო მისმა შედეგმა კი სარგებელი  მოუტანოს  როგორც თვითონ პედაგოგს , ისე მის კოლეგას,სკოლას და ,რაც მთავარია,მოსწავლეს. ამიტომ ყველა სუბიექტი ერთობლივად უნდა იყოს ჩართული,  მაქსიმალური  მონდომებით , სიზუსტით  იღვწოდეს არა მარტო სირთულეების გადასალახავად, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი თუ მოსწავლის   ძლიერი მხარისა და პოტენციალის  აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად.

III თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
                ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ: ,,ენა აზროვნებისა და კომუნიკაციის საშუალებაა.შესაბამისად , მისი სწავლება ენის ამ ორი უმთავრესი ფუნქციის წინ წამოწევას და პრიორიტეტულ მიზნად დასახვას უნდა ემსახურებოდეს... მშობლიური ენის სწავლების ძირითად პრინციპს წარმოადგენს ენის აქტიური გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლება, რაც გულისხმობს მოსწავლეებში ენობრივი კომპეტნციის განვითარებას და არა მხოლოდ გრამატიკული ცოდნის თვითმიზნურ დაგროვებას. ძირითადი აქცენტი გადატანილია პრაქტიკული გრამატიკის სწავლებაზე.“
             ყოველივე  ეს კი, ჩვენი ღრმა რწმენით, მოსწავლეებისთვის  რაც შეიძლება საინტერესო  და სახალისო გზით მიწოდების საფუძველზე მიიღწევა მხოლოდ. ხალისით  და მონდომებით  გაკეთებული საქმე ყოველთვის ეფექტურია. სწავლა-სწავლების  ეფექტური გზის მოძებნა კი  უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს მშობლიური ენის მასწავლებლისგან, რადგან,  როგორც .უზნაძე ამბობდა: ,,ნამდვილი სწავლის ცნება აუცილებლად მასწავლებლისა და შემდეგ ,,ახსნისცნებასაც გულისხმობს.  . . მასწავლებლის მიერ ახსნლი არის გზა და ხიდი, რომელსაც მაღალ სააზროვნო უნარებამდე აჰყავს მოსწავლე.სასწავლო საგანთა შორის,,რომელთ უფრო მეტი სიმპათიით ეპყრობიან სასკოლო ასაკის მოზარდნი?“-კითხულობს .უზნაძე,რომლის გამოკვლევებმაც ცხადყო, რომ ზოგი მოზარდი ამა თუ იმ საგნისადმი ინტერესის მოტივად მატერიალურს ასახელებს-,,იმიტომ,რომ გამოსადეგია“; ზოგი მოზარდი პირდაპირ მიუთითებს:  განსაზღვრულ საგანს იმიტომ აძლევს უპირატესობას,რომ ,,იგი კარგი საგანიადა ,,მას უყვარს“... მშობლიური ენის მაწავლებლებმა ორივე ფსიქოლოგიური მომენტი მარჯვედ უნდა მოვიხელთოთ მოსწავლის შეგნებაში და მართლწერისა და მართლმეტყველების უნარ-ჩვევის შეძენა ხალისით შევაძლებინოთ. სწორედ ამ მიზნით გავეცანით რამდენიმე მეთოდურ ნაშრომს, რომელთა ანალიზმა მოგვაძებნინა გზები კვლევის წარმატებით განსახორციელებლად.
            აღმოჩნდა,  რომ ძალიან ბევრ მკვლევარს და მოსწავლის ყოველდღიურობაზე თვალმიდევნებულ გამოცდილ პედაგოგს უფიქრია პრაგმატულად,საინტერესოდ. შეუდარებელ ენათმეცნიერთა თეორიულ ნაღვაწს, როგორებიცაა აკაკი შანიძე,ლევან კვაჭაძე შესანიშნავად მოარგეს სახალისო პრაქტიკული სავარჯიშოები და მათი ეფექტურობა სარწმუნო არგუმენტებით დაასაბუთეს.მათმა ნააზრევმა ჩვენც წაგვახალისა და დაგვეხმარა ინტერვენციების დასახვაში.
            ესგ-ში ამასაც ვკითხულობთ:,,მოსწავლე უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევას, აგრეთვე მკაფიო ხელწერას,მართლწერისა და პუნქტუაციის ნორმებს.“ პუნქტუაციის ნორმების შემოღება საქართველოში  XI საუკუნიდან იწყება და ცნობილ მთარგმნელს,ეფრემ მცირეს უკავშირდება.სწორედ მან დაამკვიდრა პუნქტუაცია ,,დედნის აზრისუკეთ ,,შესაგნებად“.როგორც კორნელი კეკელიძე გვამცნობს, სწორედ ეფრემ მცირემ დააკანონა ქართულში   ,,ერთწერტილი“, ,,სამწერტილიდა ,,ექვსწერტილი.“(,, ქართული ლიტერატურის ისტორია. I ) ამ გზით ადვილად შესამეცნებელი გახადა ტექსტების დედააზრი.მას შემდეგ დიდმა დრომ განვლო. პუნქტუაციის წესების დაცვკი დღემდე აქტუალურ პრობლემად რჩება სასკოლო ცხოვრებაში.
            პუნქტუაციასთან დაკავსირებით  დიდი მწერალი, . გამსახურდია განსხვავებულ აზრს აყალიბებს:  ,,დედანს საშინელის სისწრაფით ვწერ. შავში სასვენ ნიშნებს უნდა გადავახტე. მე მგონია: როცა ჩვენი მკითხველები კითხვასა და ნაწერის გაგებაში უკეთ გაიწაფებიან,სასვენი ნიშნები უნდა გავაძევოთ.ეს დიდ დროს გვართმევს.ძველებს ხომ ჩვენებური სასვენი ნიშნები არ ჰქონიათ,მაინც კარგად წერდნენ.“(ბაკურ სულაკაური,თეა ქიტოშვილი,ქართული ენა და ლიტერატურა,VII კლასი) ამ სიტყვების საპირისპირო აზრს გვიჩენს ილია ჭავჭავაძის  ,,კაცია-ადამიანი?!“ კერძოდ,მოსე გძელაძის სასიძოსადმი მიწერილი წერილი,რომელშიც არცერთი სასვენი ნიშანი არაა დასმული და, შესაბამისად, ზრიც მხოლოდ აბდაუბდა სიტყვათა გროვაა და სხვა არაფერი. ეს არგუმენტი საკმაოდ ნათლად უსაბუთებს ჩვენს მოსწავლეებს სასვენი ნიშნების აუცილებლობას ტექსტში.
            ,,აბნეული და ბნელი მეტყველება ამღვრეულივე აზროვნების ნიშანია,“- მიხეილ  ჯავახისვილის ამ სიტყვებით არწმუნებს ენათმეცნიერი .ჭუმბურიძე ქართული ენის გრამატიკის შესწავლის აუცილებლობაში  ქართველ მოსწავლეებს და დასძენს:,,ზეპირი და წერითი მეტყველების ურთიერთმიმართება დინამიურია და ,ამასთან, რთულიც, ამიტომ მათდამი დიფერენცირებული მიდგომაა საჭირო, თუმცა ზეპირი და წერითი მეტყველების ერთმანეთისაგან გათიშვა შეუძლებელია.წერით მეტყველებას ვერ დახვეწთ და სრულყოფთ, თუ ზეპირი მეტყველება არ იქნება სრულყოფილი“.
            როგორც აღვნიშნეთ, პუნქტუაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, ამიტომ ჩვენც განსაკუთრებულ ყურადრებას ვიჩენთ ამ თემისადმი.გავეცანით რუსუდან ნადარეიშვილის სტატიას,,როგორ შევაყვარე მოსწავლეებს სასვენი ნიშნები“. მკვლევარი გვიზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ შეძლო ,,გართობით სწავლებისგზით სიღრმისეულად ესწავლებინა თავისი მოსწავლეებისთვის თითოეული სასვენი ნიშნის ფუნქცია და გამოყენების წესები.ერთ-ერთი მისი მოსწავლის ესეში ვკითხულობთ: ,,სამწერტილი...  ერთი, ორი, სამი! - დავსხი ეს შავი პაწია ძმები და ამით დავასრულე წესი. მათ ხშირად ვიყენებ.არ გიცდიათ ამ ძმების საშუალებით,ამ პაწია წერტილებით შეწყვეტილი აზრის გაგრძელება?“ნადარეიშვილის ხერხი-ეს უკვე კარგად  აპრობირებული სტილია .. ,,ხუმარსწავლისა“. გადამდებია ეს მეთოდი - სასვენ ნიშნებთან ,,გასაუბრებითმოსწავლეები თითოეულის თავისებურებას უღრმავდებიან, ერთმანეთს შთამბეჭდავად უზიარებენ.ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თითოეული სასვენი ნიშნების თავისებურებების გააზრება, მხატვრულად შელამაზებული ესეების ერთმანეთისთვის წაკითხვა ნამდვილად მაღალი შედეგის მომტანია.
            ნადარეიშვილის ექსპერიმენტმა ჩვენც დაგვაფიქრა შემდეგ საკითხებზ :
ü  რამდენასწორად გვაქვს შერჩეული  მეთოდები წერის სწავლებისთვის?
ü  რამდენა   ვითვალისწინებთ მოსწავლეთა მზაობას და მათ შესაძლებლობებს წერის უნარების განვითარებისათვის?
ü  რამდენად ვითვალისწინებთ  მოსწავლეთა აზრს სასწავლო პროცესის დაგეგმვისას?
ვფიქრობთ, ეფექტურ  სასწავლო საშუალებათა გამოყენება, მოსწავლე-მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბება, გართობით სწავლება საუკეთესო შედეგს გამოიღებს არა მხოლოდ პუნქტუაციის სწავლებისას.მოსწავლეებს გაუღვივდებათ შემეცნებითი ინტერესი, აუმაღლდებათ მოტივაცია, შეძლებენ გრამატიკული მოვლენების ახსნას, გრამატიკული ცნებების გააზრებას, რაც ხელს შეუწყობს და დააჩქარებს მართლწერის უნარების  შეძენა-განვითარებას.შედეგად კი ასეთ სურათს მივიღებთ:
ü  მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარები;
ü  დაეუფლებიან აზრებისა და დამოკიდებულებების  გამოხატვის ენობრივ-სტილისტურ საშუალებებს;
ü  ნაწერის გასწორება- რედაქტირების, აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარ-ჩვევებს,მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს.
                გავეცანით ასევე მარინე კვარაცხელიას სტატიას ,,როგორ  ვასწავლოთ პუნქტუაცუა“. მისმა მიმოხილვამაც დაგვარწმუნა, რომ დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში პუნქტუაცია მეტად აქტუალური და პრობლემური საკითხია ,რომლითაც  ბევრი მკვლევარი(როგორებიცაა:არნ.ჩიქობავა,ნ.მაღლაკელიძე,
ლ.აბზიანიძე, მ. ჭაბაშვილი და სხვ.) დაინტერესდა სხვადასხვა დროს. იგი ასკვნის, რომ ერთი და იგივე გრამატიკული საკითხის ინტენსიური სწავლებაა საჭირო,თუმცა ამის გამო შეიძლება პროგრამაშიც კი ჩამოვრჩეთ ,მაგრამ  ,,სჯობს ვისწავლოთ ნაკლები, მაგრამ  ღრმად და საფუძვლიანად“, რომ სწორედ ,,ინტენსიური სწავლებაა თეორიული ცოდნის უნარ-ჩვევად ჩამოყალიბების საფუძველი“.
            ნინო ლომიძის სტატიაში -,,გრამატიკის რევიზია იუმორის სასუალებითგამოთქმულია მოსაზრება, რომ გრამატიკის სწავლება  ძალიან ხშირად შეიძლება მოსაწყენ პროცესად იქცეს, ამიტომაცაა სჭირო, გაკვეთილზე ხშირად მივმართოთ წესებისა და გამონაკლისების შესწავლის გამატივებისა და სახალისოდ მიწოდების გზებს. მართალია,ზოგადად,გრამატიკა ეხმარება მოსწავლეებს მართლწერისა და მარლმეტყველების ჩვევების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში, მაგრამ, ცხადია, აქ არ უნდა ვგულისხმობდეთ მხოლოდ წესების გაუაზრებლად დაზეპირებას, შემდეგ კი შეცდომის გარეშე,უცვლელად  მასწავლებლისთვის ,,ჩარაკრაკებასან დახურულკითხვებიანი  ტიპის ტესტების ყველა სწორი პასუხის შემოხაზვას.
            ამის თავიდან ასაცილებლად მკვლევარ-მასწავლებელი გვთავაზობს ძალიან საინტერესო სავარჯიშოებს: მაგალითად,გამონაკლისი ზმნების უკეთ დასამახსოვრებლად(რომლებშიც ირიბი ობიექტი არაა,მაგრამ ,,და ,,პრეფიქსების ხმარება ესაჭიროება)მათი გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზოთ, მოიფიქრონ პატარა ამბავი აღნიშნული ზმნების გამოყენებით. რა თქმა უნდა, მოსწავლეები არ უნდა შევზღუდოთ არც ჟანრში, არც თემატიკაში.(შემოქმედი მასწავლებელი ამ ქარგას ადვილად მოარგებს ბევრ რთულად დასამახსოვრებელ გრამატიკულ თემას,რომელსაც მხოლოდ დაზეპირებით ვერ ვუშველით.მაგალითად,კუმშვად-კვეცადი სახელებისა და გამონაკლისების მართლწერა და ..) ამ გზით მიღებული ცოდნის შედეგად მოსწავლეებს საჭირო დროს ადვილად გაახსენდებათ საკუთარი ნააზრევი და მართლწერაშიც დახელოვნდებიან.
            მარტივი, რთული და შერწყმული წინადადებების, მათი აგების პრინციპების გააზრებაც ადვილად მოხერხდება, თუ მოსწავლეებს ამგვარ მინიმოთხრობებზე ვამუშავებთ და ჯგუფური მუშაობის გზით განვახილვინებთ.ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:
Ø  თამაშისა და მსგავსი სავარჯიშოების გამოყენება გაკვეთილებზე ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას,ინტერესს შესასრულებელი დავალების მიმართ;
Ø  აუმჯობესებს სწავლა-სწავლების ხარისხს;
Ø  თამაშები და სავარჯიშოები ადვილი შესასრულებელი და სახალისო უნდა იყოს.
            ცალკე თემაა საშინაო დავალება. ამ შემთხვევაშიც ზომიერებაა საჭირო. საშინაო დავალება ისეთი დოზით უნდა მივცეთ, რომ მოსაბეზრებელი არ გახდეს და  მოსწავლემ მოტივაცია არ დაკარგოს. სწორად დაგეგმილი საშინაო დავალება:
Ø  გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს, კლასში ნასწავლი მასალის განმეორება-გამყარებას, გააზრებას;   
Ø  განავითარებს დამოუკიდებლად სწავლის, ინფორმაციის გადამუშავების, პრობლემების გადაჭრის, დროის სწორად განაწილების, კვლევისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, თვითდისციპლინას.
Ø  გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას, ახალი და მეტი ინფორმაციის მიღების სურვილს, მშობელთა ჩართულობას შვილების სწავლის პროცესში;
            სიფრთხილით ვეკიდებოდით ასევე მოსწავლეთა შეფასებას, აქაც ვცდილობდით , ჩვენ მიერ მათი ჩართულობით  შედგენილი შეფასების რუბრიკების კვალდაკვალ გამოგვეყენებინა მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება. ,,რა მოხდება, თუ მოსწავლეებს საკუთარი ნამუშევრის გასწორების შესაძლებლობას მივცემთ?“-კითხულობს მკვლევარი ნათია ჭუმბურიძე და დაასკვნის, რომ ამ გზით ისინი კრიტიკული თვალით შეხედავენ საკუთარ ნაშრომს, უფრო მეტი ინტერესით ჩაუღღმავდებიან ცოდნის მიღების პროცესს, რასაც,  თავის მხრივ, სასწავლო შედეგების გაუმჯობესებამდე მივყავა. ,, როდესაც მოსწავლე იწყებს საკუთარი სწავლის პროცესის გაცნობიერებას,სწორედ მაშინ მიმდინარეობს სწავლის სწავლა-საკუთარი სწავლის პროცესის მართვა,დაგეგმვა,შეფასება და მონიტორინგი.“
            მკვლევარი სოფიკო ლობჟანიძე სტატიაში ,,როგორ  წარვმართოთ პედაგოგიური კვლევებიწერს: ,,ინტერესი,უკეთ გაიგო და შენს საქმიანობაში დანერგო სხვათა იდეები,მნიშვნელოვანი სტიმულია კვლევის დასაწყებად. ამ სტიმულმა საკუთარი ექსპერიმენტების მიმართაც ნდობით განგვაწყო და შევუდექით კვლევის მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესს.
            ძალიან დაგვაინტერესა სკოლა ,,ქორალისქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,ნათია ფურცელაძის ნააზრევმა,რომელიც ახლოს დგას ჩვენსავე მიგნებებთან.ის მიიჩნევს,რომ ქართული ენის სწავლების მთავარი პრობლემა ლიტერატურასთან ინტეგრირებულად სწავლება და ,,გერის როლში ყოფნაა“.მართალია, ინტეგრირება იმას არ ნიშნავს, რომ ენა სრულებით არ ისწავლება,მაგრამ საგნის არასისტემური მიწოდება საქმეს ართულებს, ,,ქართულ ენას, როგორც დამოუკიდებელ დისციპლინას,საათები აღარ ეთმობა,ეს იწვევს უყურადღებობას მშობლიური ენისადმი.რაც, თავისთავად,  განაპირობებს ენის ცოდნის დაბალ დონეს“,-დაასკვნის .ფურცელაძე. აქვე აქვეყნებს მცირემასშტაბიანი კვლევის შედეგებსაც: შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა და გამოიკითხა ქართული ენისა და ლიტერატურის 50 მასწავლებელი და 100 აბიტურიენტი.კითხვაზე:,,უნდა ისწავლებოდეს თუ არა ქართული ენა დამოუკიდებელ საგნად? უნდა ეთმობოდეს თუ არა ცალკე საათი ენას  საშუალო სკოლის მესამე საფეხურზე?“ გამოკითხულ მასწავლებელთა 94%-ისა და აბიტურიენტთა 98%-ის პასუხი დადებითი იყო. ეს შედეგი ნამდვილად დამაფიქრებელია.
            მკვლევარ ნინო ლომიძის სტატიაში-,,ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემებივკითხულობთ: ,,უმნიშვნელოვანესია საგანმანათლებლო სტრატეგიების და კონცეფციების მორგება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებისა და მოთხოვნებისთვის,რადგან გლობალური ცვლილებები, აზროვნების ახალი ტენდენციები, მეცნიერების პერსპექტივები, ტექნოლოგიური მიღწვები ახალ რეალობას გვთავაზობს“.სწორედ ახალი რეალობიდან შემოთავაზებული სტრატეგიების დანერგვას  და ქართული ენის გრამატიკის შესწავლის პროცესის ხალისიანად წარმართვას ემსახურება ჩვენი კვლევაც.


 IV თავი
 ეთოდოლოგია

            კვლევის მეთოდებად  გამოვიყენეთ როგორც თვისობრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდები. თვისობრივი მეთოდებიდან: შერჩევითი  დაკვირვება, ინტერვიუ. რაოდენობრივი  მეთოდებიდან : ანკეტირება, წერილობითი გამოკითხვა.

IV.1.კვლევის სამიზნე ჯგუფი
        
                კვლევის სამიზნე ჯგუფები: .კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლის IX და  IX კლასები.
IX  კლასი -16 მოსწავლე ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -                                                                                                                                                   მ.არსენაძე)                                                                                              
IX კლასი - 16 მოსწავლე ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -                                                                                                                                                  ნ.მაისურაძე)                                                                                                       

IV.2.მონაცემთა შეგროვება

მონაცემები შევაგროვეთ შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

მოსწავლეებმა შეავსეს  ანკეტები როგორც დახურული, ისე ღია   კითხვებით:
1.წერისა და საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებ:
            .ხშირად;  .იშვიათად;   .არასდროს.
2. ყველაზე ზშირად რომელი სასვენი ნიშნის დასმის დროს ვუშვებ შეცდომას?
3. როდის ვიმახსოვრებ ყველაზე უკეთ გრამატიკულ მასალას?
            .როდესაც წესს ვსწავლობ უშეცდომოდ;
            . როდესაც თემის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ტესტს ვწრ;
            . როდესაც სახალისო დავალებას ვაკეთებ შესწავლილ თემაზე;
            . როდესაც ტექსტის რედაქტირებას ვახდენ.
4.რა სახის საშინაო (საკლასო )დავალებები მომწონს?
            . სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშო;
            . ტესტური დავალება;
            . ტექსტის რედაქტირება;
            . სახალისო დავალება (მაგ.ონლაინტესტი).

ანკეტა მასწავლებლებისთვის:
1.      რომელ შეცდომებს უშვებენ ხშირად მოსწავლეები?
            სინტაქსურს;
            .მორფოლოგიურს;
            .სტილურს;
            . პუნქტუაციურს.

ანკე მშობლებისთვის:
1.რომელ საშინაო დავალების შესრულება უჭირთ უფრო მეტად მოსწავლეებს?
            .ლიტერატურის;   .გრამატიკის.
             ინტერვიუსთვის შევარჩიეთ რამდენიმე კოლეგა.გვაინტერესებდა მათი აზრი, როგორც  მოსწავლეთა მიერ დაშვებულ შეცდომათა იდენტიფიცირებისთვის (იტერვიუს თემა: ,,როგორ ფიქრობთ,რა იწვევს გრამატიკული შეცდმების სიმრავლეს?“),ასევე თვითშეფასების მამოტივირებელი როლის შესაფასებლად და იმის განსასაზღვრად,ეხმარება თუ არა მოსწავლეებს გრამატიკის ცოდნა სხვა საგნების სააზროვნო მასალის უკეთ ათვისებაში.


          IV.3.მონაცემთა დამუშავების ანალიზი
            კვლევის მსვლელობისას ჩატარებული ანკეტირებისა და ინტერვიუების საფუძველზე დავადგინეთ,რა ტიპის ცოდნა-უნარებს ფლობენ ჩვენი მოსწავლეები საბაზო საფეხურზე,რა სახის შეცდომებს უშვებენ ისინი ყველაზე ხშირად,რა როლი აქვს  მოტივაციის ამაღლებაში შეფასებას,რა ტიპის საშინაო(საკლასო) დავალებების შესრულებას ამჯობინებენ,როგორ ავიცილებთ თავიდან მექანიკური დაზეპირების პროცესს და როგორი მიდგომაა საჭირო მათთან,რომ ქართული ენის  გრამატიკის სწავლის ხარისხი გაუმჯობესდეს.

IV.4. კვლევის ვადები:

დეკემბერი-საკვლევი პრობლემის შერჩევა,კვლევის სავარაუდო გეგმის შედგენა:
იანვარი-არსებული კვლევებისა და ლიტერეტურის შესწავლა და ანალიზი,კვლევის მეთოდების შერჩევა,კითხვარის შედგენა,დამუშავება;
თებერვალი-ანკეტირება მოსწავლეებთან,მასწავლებლებთან და მშობლებთან, მათი  შედეგების ანალიზი;
თებერვალი,მარტი,აპრილი-ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება,ანკეტირება ინტერვენციების შემდეგ ინტერვენციების შედეგების ანალიზი;
მაისი- შედეგების პრეზენტაცია კოლეგებთან,კოლეგების უკუკავშირის ანალიზი.


V თავი
ინტერვენციები
                სამი თვის განმავლობაში: თებერვალში,მარტსა და აპრილში ანკეტირებისა და გამოკითხვების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით,ასევე ესგ- სტანდარტების გათვალისწინებით ერთობლივად შევიმუშავეთ ინტერვენციები,რომლებსაც რეგულარულად ვიყენებდით გაკვეთილებზე და ვაანალიზებდით თითოეულის შედეგს,როლს  მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში,ერთმანეთს ვუზიარებდით მოსაზრებებს, ვმსჯელობდით პრობლემებზე, ვცვლიდით  სტრატეგიებს, ინტერვენციებს.



         V .1. ინტერვენციების  დაგეგმვა-განხორციელება

ინტერვენცია N1- ,,შეცდომებზე ნადირობა“


ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის დასახვეწად ძალიან საინტერესოა მინიმოთხრობაზე (ორი ან სამი მოკლე აბზაცისაგან შემდგარი) მუშაობა. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს 5 წუთს და სთხოვს, მოიფიქრონ მინიმოთხრობა (სასურველია, იყოს სახალისო და თემა თვითონვე შეარჩიონ.) წერის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პირველ რიგში თვითონვე არედაქტირებენ ნამუშევარს, შემდეგ რვეულებს უცვლიან ერთმანეთს (დავალება სრულდება წყვილებში), უსწორებენ პუნქტუაციურ და  ორთოგრაფიულ შეცდომებს, ინიშნავენ, მასწავლებლისგან იღებენ კონსულტაციას და სათანადო უკუკავშირს.


IXბ კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -
                                      ნანა მაისურაძე :
            ამ ინტერვენციას მივმართე განკერძოებული გამოთქმების სწავლებისას.პარალელურად საინტერესო მოთხრობებს გავდიოდით ქართულ ლიტერატურაში და ეფექტურად ვიყენებდი მოსწავლეებში არსებულ შემოქმედებით მუხტს.ისინი სწრაფად ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში,ხალისით წერდნენ მინიმოთხრობებს,თვითშეფასების ხარისხი და საკუთარი ძალების რწმენა მატულობდა, ასევე აქტიურად ,,ნადირობდნენისინი ერთმანეთის შეცდომებზე.მართალია, ყველას ერთნაირი წარმატებით  არ გამოსდიოდა საქმე, .. ,,ნანადირევი“  იმათ მეტი უგროვდებოდათ,ვისაც გრამატიკაში კარგი ცოდნა ჰქონდა დაგროვილი, მაგრამ შეცდომების ხმამაღლა გაანალიზებისას ყურადრებით ყოფნამ,მომდევნო გაკვეთილზე წარმატების სურვილმა თანდათან გამოაცოცხლა ყველა და შედეგიც გაუმჯობესდა.თითქმის ყველა განკერძოებული გამოთქმა და სასვენი ნიშნები მათთან ამ ხერხით შევისწავლეთ.

IXა კლასის ართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -
                                             მაია არსენაძე :
            ,,შეცდომებზე ნადირობამჩემი მოსწავლეებიც ძალიან გაახალისა. ამაღლდა თანამშრომლობის ხარისხი. თითოეული მათგანი დიდი მონდომებით არჩევდა მოთხრობის თემატიკას. გრამატიკულ ნორმებზე ზრუნვასთან ერთად, ტექსტის მხატვრულ ელფერსაც აქცევდნენ სათანადო ყურადღებას.ამ ინტერვენციის მთავარი მიღწევა კი ის იყო, რომ აღმოჩენილ შეცდომებს მოსწავლეები თვითონვე განმარტავდნენ, უკუკავშირს აძლევდნენ ერთმანეთს.

ინტერვენცია N2 - იუმორისტული  ესეები თემაზე: ,,სასვენი                                                                                        ნიშნები ხუმრობენ“
                ეს ინტერვენცია ერთგვარ ორგანიზებას ახდენს სასვენ ნიშანთა ირგვლივ არსებული ცოდნისას,თანაც სახალისოა და,რაც მთავარია, მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას იწვევს.ბოლომდე რომ გაზიარდეს სასვენი ნიშნების დანიშნულება,ორი  კვირის განმავლობაში მაინც უნდა მოხდეს თითოეულ გაკვეთილზე 10-15 წუთიანი აქტივობით მოსწავლეთა დატვირთვა შემდეგი მოლოდინებით:მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, აირჩიონ დახურულ ბარათზე დაწერილი ერთი ან ორი სასვენი ნიშანი, შემდეგ მოიფიქრონ  მათთვის სასურველზე იუმორისტული ესე და გაუზიარონ თანაკლასელებს.მოსწავლეებს წინასწარ აქვთ დარიგებული თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი თეორიული მასალა, რომელიც ასახავს თითოეული სასვენი ნიშნის გამოყენების წესს.

მასწავლებელი - ნანა მაისურაძე :
            თავდაპირველად მაეჭვებდა ამ ინტერვენციის სარგებლიანობა, თუმცა შედეგმა და მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხმა მოლოდინს გადააჭარბა: ყველა შეძლებისამებრ შეეცადა საკუთარი ცოდნა-შესაძლებლობების ორგანიზებას. მათი გზამკვლევი იყო წინასწარ დარიგებული თეორიული მასალა ,რომელსაც ყურადრებით ეცნობოდნენ და ხუმრობაგარეულ მიგნებებს უზიარებდნენ თანაკლასელებს.მაგალითისთვის გამოვიყენებ  ნაწყვეტს ერთ-ერთი მოსწავლის ესედან:,, მძიმეს მეძახიან,თუმცა ძალიან პატარა ვარ და მსუბუქი... შრომამ სულ მთლად გამწყვიტა წელში,დავილიე, მოვიხარე...აბა, რა მომივა,ყველგან მე მიკრავენ ხოლმე თავს:არიქა, ზმნები,სახელები,ზმნიზედები ერთმანეთს არ მიეწებონ,შუაში ჩაუდექიო! ვიღაცამ,,ვაშაშესძახა ან ,,ვაიდა ,,უიაღმოხდა,იქაც მე მიმარბენინებენ... რთულმა წინადადებამ ხომ სულ მთლად მომიღო ბოლო...“ ბუნებრივია,ყველა ესე ასეთი მხატვრული  არ აღმოჩნდა,მაგრამ გართობით სწავლამ კლასის ყველა მოსწავლეს ნამდვილად  აუმაღლა მოტივაცია, გაუღვივდათ შემეცნებითი ინტერესიდაეხვეწათ მართლწერის უნარ-ჩვევა,ადვილად დაიმახსოვრეს სასვენი ნიშნების ხმარებასთან დაკავშირებული წვრილმანი შემთხვევები და ნიუანსები.
მასწავლებელი - მაია არსენაძე :
       ,,სასვენი ნიშნების ხუმრობასკარგად აჰყვნენ ჩემი მოსწავლეებიც. სასვენი ნიშანი განაწილდა, ყველას გამოყენების წესი გადაიხედა და გაზიარდა კლასში.ჩემი მოსწავლეები თვითონვე ახსენებდნენ ერთმანეთს გამორჩენილ  თავისებურებებს, სთავაზობდნენ მოთხრობის ეპიზოდის  საკუთარ უმორისტულ ინტერპრეტაციას.ამ გზით უფრო ადვილი დასამახსოვრებელი გახდა სასვენი ნიშნების ხმარების წესები,  რაც კარგად გამოჩნდა შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების დროს,რომელშიც წინასთან შედარებით ერთი ან ორი ქულით მაღალი შეფასება მიიღეს მოსწავლეებმა.  

ინტერვენცია N3 - ,,ონლაინრედაქტირება“

            ,,ონლაინრედაქტირებას“  სამი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად მივმართავდით. ყოველკვირეულად, სოციალური  ქსელის საშუალებით , ვუგზავნიდით მოსწავლეებს რამდენიმე წინადადებას ან საინფორმაციო შინაარსის ტექსტს, რომელშიც  უნდა ეპოვათ სინტაქსურ-მორფოლოგიური დარღვევები, სტილური და პუნქტუაციური შეცდომები. ყოველ ჩვენს დავალებას თან ახლდა წამახალისებელი და მამოტივირებელი კომენტარები.მაგ.:,,ვიცი,ყველას იპოვით!“ ,,დარწმუნებული ვარ,არ გაგიჭირდებათ!“ ,,ვინც ყველა შეცდომას აღმოაჩენს,მომდევნო დავალებას თვითონ სესთავაზებს კლასს.“ და .. მოსწავლეებს ეძლეოდათ განსაზღვრული დროის ლიმიტი,რომლის ამოწურვის შემდეგ აღარ ჰქონდათ ჩვენთვის რედაქტირებული ტექსტის გადმოგზავნის საშუალება.ამ სტრატეგიის ეფექტურობა ისაა,რომ საგაკვეთილო დროს ზოგავს,თან თანამედროვე ახალგაზრდებს სოციალური ქსელით მიწოდებული დავალება უფრო ახალისებთ.

მასწავლებელი -ნანა მაისურაძე :
            ამ ინტერვენციამ მართლაც ძალიან წაახალისა მოსწავლეები.ისინი ხომ ყველაზე მეტ დროს სოციალურ ქსელში ატარებენ და მათი ჩართულობა გადამდები აღმოჩნდა.ყველა ასრულებდა შეთავაზებულ დავალებას და ელოდა ჩემს  უკუკავშირს, მისვამდნენ შეკითხვებს,მთხოვდნენ შეცდომის ახსნას,იმდიდრებდნენ თეორიულ ცოდნას,იყალიბებდნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.მართლწერისა და მართლმეტყველების უნარის დახვეწასთან ერთად,მაღლდებოდა მათი ინტელექტიც და,რაც მთავარია,პროცესი არ იყო ,,ორი კურდღლის ამაო დევნა“.  ეს აქტივობა, ფაქტობრივად, ავსებდა სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებულ გრამატიკული სავარჯიშოების სიმწირეს, ზოგავდა დროს.

მასწავლებელი - მაია არსენაძე:
             ენა- ლიტერატურის ინტეგრირებულად სწავლებისას მართლაც გვაქვს დროის დეფიციტი, ამიტომაც ,,ონლაინრედაქტირების გამოყენებამ მოგვცა საშუალება, ერთგვარ ,,ინტელექტუალურ განტვირთვადგვექცია გრამატიკული ვარჯიში. ჩემი მოსწავლეები უმოკლეს დროში ამთავრებდნენ გაგზავნილ დავალებას, არ უფრთხოდნენ რისკს. სწრაფადვე ვაძლევდი უკუკავშირს და წამახალისებელ კომენტარებს. წინასწარ მქონდა გაგზავნილი შეფასების რუბრიკაც.

ინტერვენცია N4 - ,,ფაზლი“
                ამ ინტერვენციამ ლიტერატურის დამუშავების  პროცესში მიიქცია ჩენი ყურადღება.(ნინო ლომიძე-,,გრამატიკის რევიზია იუმორის საშუალებითინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge) ინტერვენცია ,,ფაზლისარსი მდგომარეობს შემდგომში: მოსწავლეები სხდებიან ჯგუფებად,მასწავლებელი მათ ურიგებს ორი ფერის ბარათებს(ცალ-ცალკე დასტებად),ერთი ფერის ბარათებზე წერია რთული ქვეწყობილი წინადადების მთავარი წინადადება,მეორე ფერზე კი-დამოკიდებული წინადადება, მათ ეძლევათ განსაზღვრული დრო (5წუთი) იმისათვის, რომ მოუძებნონ მთავარს დამოკიდებული და საჭირო ადგილას დასვან შესაფერისი სასვენი ნიშანი. ამის შემდგომ ჯგუფები უცვლიან ერთმანეთს წინადადებებს და ხდება ურთიერთშეფასება. მასწავლებელი აძლევს მათ სათანადო უკუკავშირს. ამ ინტერვენციით ვსარგებლობდით ყოველკვირეულად, რთული ქვეწყობილი წინადადების შესწავლის შემდგომ.

მასწავლებელი - ნანა მაისურაძე :
             ეს ინტერვენცია ძალიან დამეხმარა რთული ქვეწყობილი წინადადების შესწავლის დროს. სასკოლო სახელმძღვანელოში საკმაოდ მცირე სავარჯიშოებია მოცემული და მოსწავლეებს უჭირთ, სწორად გაიაზრონ რთულში შემავალ წინადადებათა ადგილი, ასევე პუნქტუაცია (ყოველთვის კავშირის წინ სვამენ მძიმეს). ამ სახალისო აქტივობაში კი ყველა ინტერესით ერთვებოდა და საკმაოდ შედეგიანადაც.მისი წყალობით, მოსწავლეები უფრო მეტი ყურადღებით აკვირდებოდნენ წინადადებების აგების მექანიზმს შემაჯამებელ სამუშაოზე ლიტერატურული თემების წერის დროს. უკეთესი შედეგი გვქონდა  სასვენი ნიშნების გამოყენების კუთხითაც. ,, ფაზლების წყალობით, კარგად გაიაზრეს მოსწავლეებმა ,,რომელიც ნაცვალსახელის ადგილი რთულ ქვეწყობილ წინადადებაში.

       მასწავლებელი - მაია არსენაძე :
            ინტერვენცია ,,ფაზლიერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა - სახალისოა და ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას.ისეთი ინტერესი გამოიწვია ჩემს მოსწავლეებში,რომ ისინი სახლში ამზადებდნენ ,,ფაზლებსმეწყვილეებისთვის და ძალიან ხშირად წინარე ცოდნის გააქტიურების დროს სწორედ მათ მიერ მომზადებულ ბარათებს ვიყენებდით.ამ ინტერვენციას მივმართავდი ასევე მოსწავლეთა ლექსიკის გასამდიდრებლადაც - ვიმეორებდით სინონიმებს, ანტონიმებს და ომონიმებს(სხვადასხვა ფერის ბარათებზე დაწერილი სიტყვების დაწყვილებით). 

ინტერვენცია N5- ,,შებრუნებული საკლასო ოთახი”

            გაკვეთილის ამგვარი მოდელის გამოყენება სამჯერ მოგვიხდა კვლევის მანძილზე: თებერვალში,მარტსა და აპრილში.მოსწავლეებს სოციალური ქსელის გამოყენებით გავუგზავნეთ საშინაო დავალებები.მათ უნდა დაემუშავებინათ ვიდეომასალა, რომლის განმტკიცება უნდა მომხდარიყო საკლასო ოთახში რა თქმა უნდა,ამ ყველაფერს ჰქონდა შემაჯამებელი ხასიათი-თემის დასასრულს ვახდენდით ნასწავლის ორგანიზებას..ვიყენებდით კომპანია ,,სილქნეტისმიერ წარმოდგენილ ,,საშინაო სკოლისგაკვეთილებს ( 1.განკერძოებული სიტყვები და  გამოთქმები; 2.წინადადების სახეები-მარტივი,შერწყმული და რთული; 3.რთული წინადადება და მისი ნაირსახეობანი-რთული ქვეწყობილი და რთული თანწყობილი წინადადება) თითოეული ვიდეოგაკვეთილი გრძელდება მხოლოდ12-15 წუთი.მასწავლებელს უწევდა ფასილიტატორის როლში ყოფნა და მოსწავლეებს აძლევდა სათანადო უკუკავშირს,აკონტროლებდა ჩართულობას.


მასწავლებელი- ნანა მაისურაძე :
            ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ტრადიციულისაგან განსხვავებული საკლასო ოთახი.კომფორტულად გრძნობდნენ თავს,რადგან შეეძლოთ,რამდენჯერმე გადაეხვიათ,უკან დაებრუნებინათ,ხელახლა მოესმინათ გაუგებარი მასალა,დროში არ იყვნენ შეზღუდულნი.თვალყურს ვადევნებდი პროცესს,სასიამოვნო იყო,რომ საკლასო გარემოში  შედარებით ნაკლებად აქტიური მოსწავლეები პირველები ერთვებოდნენ მასალის გაცნობის პროცესში,ცდილობდნენ,არ ჩამორჩენოდნენ ძლიერებს,მიგზავნიდნენ შეკითხვებს,აკეთებდნენ ჩანაწერებს,ადგენდნენ პრეზენტაციის გეგმებს,ეძებდნენ საინტერესო მასალებს.ეს კი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობდა ხელს.მაისის დასაწყისში ჩავატარე ანკეტური გამოკითხვა იმის დასადგენად, რამდენად მოსწონთ ბავშვებს ,,შებრუნებული საკლასო ოთახის“სტილი, აქვთ თუ არა მათ სურვილი, მომავალშიც ხშირად მივმართოთ მას.(იხ.დანართი N1)

მასწავლებელი - მაია არსენაძე :
            ,,შებრუნებული საკლასო ოთახიმოსწავლეებს დაეხმარა,  დროში შეუზღუდავად, მშვიდად გაეანალიზებინათ გრამატიკული მასალა და სკოლაში მოსულებს ერთგვარად მასწავლებლის როლიც კი მოერგოთ.ასეთმა მიდგომამ ჩემი მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები გახადა,მოტივაცია აუმაღლა.მათ გაუჩნდათ სურვილი, დამოუკიდებლად მოეძიებინათ ინტერნეტში მასალები საინტერესო გრამატიკულ თემებზე,წაახალისა კვლევა-ძიების,დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევა,რაც, საბოლოოდ, მაღალი აკადემიური მაჩვენებლის ერთ-ერთი გარანტი გახდა.

V.2. ინტერვენციის   შეფასების   მეთოდები
         ინტერვენციების პროცესშიც და  დასრულების შემდეგაც შესაფასებლად გამოვიყენეთ ანკეტირება(იხ.დანართი N1 და N2)
                კვლევის დასასრულს კი მივმართეთ რაოდენობრივ მეთოდს -ზეპირ გამოკითხვას.

                    V.3.ინტერვენციების შედეგები
            ინტერვენციების პროცესში იკვეთებოდა,რომ ორივე კლასში თითქმის ერთნაირ შედეგთან გვქონდა საქმე.გამოყენებულმა ინტერვენციებმა, მის პარალელურად წარმართულმა ანკეტირებამ, ასევე ზეპირმა გასაუბრებებმა მოსწავლეებთან და მშობლებთან დაგვარწმუნა, რომ  მოსწავლეებზე  ნამდვილად დადებითად იმოქმედა ჩვენ მიერ დაგეგმილმა თითოეულმა სტრატეგიამ-გაახალისა და გაამრავალფეროვნა სასწავლო პროცესი, დაძლევადი გახადა სტერეოტიპად ქცეული ფრაზა:,,გრამატიკა ძნელი საგანია. მასწავლებლები მიგვახვედრა, რომ აუცილებელია საგანმანათლებლო სტრატეგიები  მოვარგოთ 21- საუკუნის გამოწვევებსა და მოთხოვნებს. ტექნოლოგიური მიღწევები, რომელსაც ადვილად უღებენ ალღოს ჩვენი აღსაზრდელები, ახლებურ მიდგომებს მოითხოვს,რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ძველის გამოუყენებლობას.დიდ ენათმეცნიერთა ნააზრევს უნდა მოვარგოთ მოსწავლეებამდე მიტანის თანამედროვე მეთოდები და ამ პროცესის აქტიურ მონაწილეებად ვაქციოთ მომავალი თაობა.მართალია,მასალის ახსნას ძალიან დიდი როლი აკისრია,თუმცა ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული,რამდენად დადებითად განვაწყობთ მოსწავლეს  ჩვენ მიერ ასე მონდომებით ახსნილი მასალის განმტკიცებაზე სამუშაოდ.
               ჩვენ მიერ გამოყენებულმა ინტერვენციებმა გაზარდა საგანმანათლებლო 

პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი,სწავლა-სწავლების პროცესი გასცდა საკლასო ოთახისფარგლებს; განსაკუთრებით აქტიურობდნენ ,,ონლაინრედაქტირებასადა ,,ვიდეოგაკვეთილებისგაგება-გამოყენების პროცესში.გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა .. ,,გრამატიკის რევიზია იუმორის საშუალებით“. ხალისიანი გაკვეთილების ეფექტურობა კარგად გამოჩნდა შემაჯამებელი სამუშაოების შესრულების დროს- თანდათან ნაკლები ორთოგრაფიულ-პუნქტუაციური შეცდომები ფიქსირდებოდა. ყოველივე ზემოთქმულმა  გააუმჯობესა მოსწავლეთა აკადემიური მაჩვენებელი.
       

V I თავი
კვლევის   შედეგები

            კვლევის  პროცესში ჩვენი მოსწავლეების რეალური ცოდნის დონის განსაზღვრასთან ერთად, გამოვავლინეთ ის სირთულეები, რომლებიც გრამატიკის შესწავლას ახლავს თან და მოვძებნეთ ის სტრატეგიები,ამ სირთულეთა გადალახვაში რომ დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს;განვსაზღვრეთ,რომელი აქტივობების  დანერგვაა უმჯობესი  სასწავლო პროცესში იმისათვის,რომ ქართული ენის გრამატიკის სწავლის პროცესი ხალისიანად და ,რაც მთავარია, შედეგიანად წარიმართოს.
            ამ მიზნების მისაღწევად კვლევის მსვლელობისას  სხვადასხვა მეთოდით ჩატარდა გამოკითხვები, რომლებმაც ცხადყო,რო მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა პოზიტიურადაა განწყობილი ქართული ენის გრამატიკის შესწავლისას სახალისო აქტივობების გამოყენების მიმართ, მათი პირდაპირი მოთხოვნაა: ,,გავახალისოთ და გავამარივოთ გრამატიკული წესები“, რადგანრთული  საკითხების გამარტივება,ხანდახან იუმორის ჩართვა დავალების შინაარსობრივ ელფერში, ეხმარება მოსწავლეს, დაუძაბავად, შემქმედებითად მიუდგეს დავალებას.მხოლოდ სახელმძღვანელოზე მიჯაჭვა,სტერეოტიპული მიდგომა აღრმავებ ნეგატიურ განწყობას სასწავლო მასალის მიმართ.
            გამოკითხვებმა ცხადყო ასევე, რომ მოსწავლეებს მოსწონთ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში.ეს მათ მოტივაციას უმაღლებთ. ინტერვენციების ანალიზმა  ნათლად დაადასტურა: საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და ,,მოსაწყენ გრამატიკასერთ-ერთ საინტერესო საგნად აქცევს. ჩვენ მიერ დაგეგმილმა ინტერვენციებმა გააუმჯობესა მოსწავლეთა მიღწევები, განუვითარა მათ დამოუკიდებლად სწავლის სურვილი,ინფორმაციის გადამუშავების, პრობლემის გადაჭრის, დროის სწორად განაწილების,თვითდისციპლინის უნარები. გაზარდა მათი პასუხისმგებლობა, ახალი და მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი. სოციალური ქსელით მიწოდებულმა დავალებებმა სწავლა-სწავლების პროცესში მშობლების ჩართულობასაც შეუწყო ხელი. ყოველივე ზემოთქმული კი არის გზა, მოსწავლეთა მაღალი აკადემიური მაჩვენებლისაკენ მიმავალი.



VII თავი
მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები
მიგნებები
            კვლევის დაწყებისას  მიზნად დავისახეთ, მიგვეგნო გრამატიკის სწავლების სახალისო და ეფეექტური გზისთვის, რათა ის მოსწავლეთა ერთ-ერთ საყვარელ და საინტერესო საგნად გვექცია. ვიკვლევდით, რა სახის საშინაო და საკლასო დავალებებია მათი მამოტივირებელი? როდის ამახსოვრდებათ ახსნილი უკეთ? რომელი სასვენი ნიშნის გამოყენებისას უშვებენ შეცდომებს და რატომ? მოქმედებს თუ არა მათი სწავლის ხარისხზე შეფასება და თვითშეფასება? ვფიქრობთ, კვლევის პროცესში  ჩვენ მიერ განხორციელებულმა ინტერვენციებმა, დაგეგმილმა ანკეტირებამ, ინტერვიუებმა თუ გამოკითხვებმა  ყველა ამ კითხვაზე პასუხს მიგვაგნებინა. ჩვენს მიგნებად მიგვაჩნია კვლევის საფუძველზე გაკეთებული დასკვნაიმის შესახებ, რომ გრამატიკის სწავლების პრობლემა ენა-ლიტერატურის  ინტეგრირებულად მიწოდება არაა მხოლოდ.კვლევამ დაგვარწმუნა: რთული გრამატიკული წესები და თეორიები აუცილებლად უნდა გავახალისოთ, შემოქმედებითად მოვარგოთ ჩვენი მოსწავლეების უნარ-შესაძლებლობებს, განწყობას, საგაკვეთილო პროცესი დავტვირთოთ სახალისო, სხარტ, გონებამახვილური სავარჯიშოებით და პოზიტიური შედეგიც არ დააყოვნებს. სასურველია ასევე, რომ ქარტული ენის გრამატიკის შესწავლა გაგრძელდეს საშუალო საფეხურზეც, რადგან საბაზო საფეხურზე მიღებულ ცოდნას განმტკიცება ნამდვილად ესაჭიროება.
                        რეკომენდაციები
            ჩვენს კოლეგებსაც ვუწევთ რეკომენდაციას, ინტერნეტსივრცე გამოიყენონ მოსწავლეებისთვის მოკლე, სხარტი, სახალისო დავალებების მისაწოდებლად. ჩვენ მიერ გამოყენებულმა ,,შებრუნებულმა საკლასო ოთახმასაშუალება მოგვცა, გაგვეაქტიურებინა და მაქსიმალურად ჩაგვერთო სასწავლო პროცესში ჩვენი მოსწავლეები.ასევე ვურჩევთ ნებისმიერი საგნის  მასწავლებელს,მუდმივად განაახლო და გაამრავალფეროვნონდა გაახალისონ  აქტივობები, შეფასების პროცესში მაქსიმალურად ჩართონ  მოსწავლეები, მიცე თვითმონიტორინგის საშუალება. მასწავლებლის მოვალეობაა, ახსოვდეს, რომ ხალისით და მონდომებით გაკეთებული საქმე ყოველთვის ეფექტურია. ეს სიხალისე და სიმსუბუქე უნდა ახლდეს მოსწავლეებისთვის მომზადებულ თითოეულ დავალებას. აზროვნების ახალი ტენდენციები, მეცნიერების ახალი მიღწევები პრაქტიკულ ცოდნა-უნარებს მოითხოვს. მხოლოდ წესის დაზეპირებას არასოდეს მოაქვს შედეგი.
            დასკვნები
          კვლევის პროცესი გეგმაზომიერად წარიმართა, რადგან თემა იყო  გამოცდილებით ნაკარნახევი და ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არვეზები არ გამოვლენილა, თუმცა, კარგი იქნებოდა, საშუალო საფეხურის ერთი რომელიმე კლასიც ჩაგვერთო კვლევის პროცესში (უმჯობესი იქნებოდა, ეს ყოფილიყო XI) ამ გზით უფრო გამოიკვეთებოდა, რა ცოდნა-უნარებს ფლობენ მოსწავლეები აღნიშნულ ეტაპზე მაშინ, როდესაც გრამატიკის შესწავლა, ფაქტობრივად, დასრულებუია.ჩატარებულმა კვლევამ მიგვიყვანა დასკვნამდე,რომ თანამედროვე სკოლა გამუდმებით უნდა ეძებდეს სწავლა-სწავლების პოზიტიურ პროცესად ქცევის გზებს და საშუალებებს.



გამოყენებული ლიტერატურა
1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წელი(ელექტრონული ვერსია);
2.დიმიტრი უზნაძე,პედაგოგიური თხზულებანი,თბილისი,2005წელი;
3.ზ.ჭუმბურიძე,რ.გაბეჩავა,ქართული ენა,X კლასი,გამომცემლობა ,,განათლება“,1997წელი;
4.პ.ლორთქიფანიძე,ე.ქურციკიძე,სავარჯიშოები ქართულ ენაში,გამომცემლობა,,განათლება“,1996წელი;
5.ნინო კაპანაძე-,,თემას გამოცდილება გვკარნახობს“(edu.aris.ge , 17 ივნისი,2018წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=10746
6. სოფიკო ნიჟარაძე -,,როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები(ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge,3 მაისი,2012წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=281
7.ნინო ლომოძე -,,ქართული ენისა დალიტერატურის საგნის სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების შესახებ”(ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge,24 მაისი,2016წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=10278
8.ნინო ლომიძე-,,გრამატიკის რევიზია იუმორის საშუალებით“(ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge,12 დეკემბერი,2016წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=12439
9.რუსუდან ნადარეიშვილი-,, როგორ შევაყვარე მოსწავლეებს სასვენი ნიშნები”( ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 26 ნოემბერი,2018წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=19813
10.მარინე კვარაცხელია-,, როგორ ვასწავლოთ პუნქტუაცია”(ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 8 ივნისი,2018წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=18281
11.თამთა დოლიძე-,, ქართული ენის გაკვეთილები: პუნქტუაცია“ (ინტერნეტგაზეთიmastsavlebeli.ge, 15 თებერვალი,2018წ.)http://mastsavlebeli.ge/?p=16976
12. ნინო უსტიაშვილი, ქართული ენის სწავლების საკითხები, თბილისი, 1997წელი.
13. ნათია ჭუმბურიძე ,, თვითშეფასების როლი სწავლის  მოტივაციის ამაღლებაში”(ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, 21 თებერვალი, 2019 წელიhttp://mastsavlebeli.ge/?p=20579

                        კოლეგების უკუკავშირის ანალიზი
         კვლევის დასრულების შემდეგ,წინასწარ დაანონსებულ დროს, მოვიწვიეთ ქართული ენისა და ლიტერატურის,უცხო ენების, დაწყებითი განათლებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები(ყველა მსურველ პედაგოგს ასევე შეეძლო პრეზენტაციაზე დასწრება) და წარვუდგინეთ  ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თავისი შედეგებით,მიგნებებით, რეკომენდაციებით.
            კვლევის შედეგები გავაზიარეთ Power Point-ის საპრეზენტაციო ფორმატით.სლაიდების ჩვენების პარალელურად დეტალურად განვიხილავდით კოლეგებისთვის საინტერესო მონაკვეთებს,ვპასუხობდით შეკითხვებს. მასწავლებლები საკმაოდ  აქტიურად იყვნენ ჩართულნი, თითოეულს მიეცა საშუალება,გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება საკვლევი საკითხის ირგვლივ.ამას ხელი შეუწყო და ორგანიზებული სახე მისცა მათთვის წინასწარ მომზადებულმა უკუკავშირის კითხვარმა.
            როგორც საუბრისას გამოიკვეთა, კოლეგები ძალიან დააინტერესა ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევამ და მისმა შედეგებმა,ჩაუღრმავდნენ თითოეული ინტერვენციის მექანიზმს. თანამშრომლობამ,აზრთა გაცვლა-გამოცვლამ, უკუკავშირის კითხვარის ანალიზმა ცხადყო, რომ კოლეგებმა  დადებითად შეაფასეს ჩვენი კვლევა,მოიწონეს სწავლა-სწავლების პროცესისადმი ჩვენეული მიდგომები, დაგვეთანხმნენ, რომ სასწავლო ეტაპების გახალისება,რთული მეცნიერული საკითხების მოტივირებულ ატმოსფეროში აღქმა ნამდვილად ნაყოფიერს გახდის შემეცნების ხარისხს; გაიზიარეს რეკომენდაციები,რომლებიც მათი პრაქტიკისთვისაც მისაღები და გამოსაყენებელია.რამდენიმე კოლეგისგან მივიღეთ შენიშვნა,რომ უკეთესი იქნებოდა, კვლევაში საშუალო ცაფეხურის რომელიმე კლასიც ჩაგვერთო. შევთანხმდით,რომ ჩვენი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არა მხოლოდ ქართული ენის გრამატიკის, არამედ ნებისმიერი სასწავლო დისციპლინის სწავლებისას შეიძლება იყოს გზამკვლევი.
სსიპ დ.კაკიაშვილის სახელობის ქ.ხაშურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და
                                                ლიტერატურის მასწავლებელი: ნანა მაისურაძე
                                                                                                            03.06.2019 წელი
            კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
            სსიპ დ.კაკიაშვილის სახელობის ქ.ხაშურის N2 საჯარო სკოლაში განხორციელდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: ,,როგორ გავხადოთ სახალისო და ნაყოფიერი ქართული ენის გრამატიკის  შესწავლა.“
            კვლევის მიზანს წარმოადგენდა,შეგვესწავლა,რა წინარე ცოდნა-უნარებს ფლობდნენ ქართული ენის გრამატიკაში საბაზო საფეხურის დამამთავრებელ ეტაპზე მყოფი მოსწავლეები,რა სახის პრობლემებს აწყდებოდნენ მათთან სააზროვნო ტექსტებზე მუშაობისას სხვა საგნის მასწავლებლები; რომელი გრამატიკული საკითხების შესწავლა ერთულებოდათ მოსწავლეებს და რატომ; რომელი მეთოდებით უფრო ეადვილებოდათ სწავლა; რომელი სტრატეგიების გამოყენებაა საჭირო პრობლემების გადასაჭრელად და რომელი აქტივობები უნდა დავნერგოთ სასწავლო პროცესში იმისათვის, რომ ქართული ენის გრამატიკის შესწავლა სახალისო და,რაც მთავარია, ნაყოფიერად წარიმართოს.
            კვლევა განხორციელდა 2018-19 სასწავლო წელს და გაგრძელდა ექვსი თვის განმავლობაში(დეკემბრიდან მაისის ჩათვლით).დაიგეგმა სამუშაო გრაფიკი, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სკოლის დირექცის თანადგომისა და მასთან თანამშრომლობის ფონზე, მიმდინარეობდა მუშაობა საკვლევ საკითხებზე; სათანადო ლიტერატურის დამუშავების კვალდაკვალ  ხორციელდებოდა მოსწავლეთა,მშობელთა და მასწავლებელთა ანკეტირება-გამოკითხვები,ხდებოდა შედეგების ანალიზი.ყოველივე ზემოთქმულმა ხელი შეუწყო კვლევის პროცესის წინსვლას და წარმატებით დასრულებას. ყველა ეტაპის გეგმაზომიერად გავლამ,კარგად გათვლილმა ინტერვენციებმა საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ სახალისო აქტივობების დანერგვა აჯანსაღებს და ამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს,ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას,მოტივაციას, პასუხისმგებლობას, თვითდისციპლინას,კვლევა-ძების უნარს.აღნიშნულ ფონზე მიღებული ცოდნა კი უფრო მეტად ნაყოფიერია,პრაქტიკულად ხელსაყრელი და საბოლოოდ ამარცხებს გაუაზრებლად დაზეპირების პროცესს.
            კვლევის შედეგების გაზიარების პროცესშიც გამოიკვეთა ინტერესი და დადებითი დამოკიდებულება საკვლევი თემის ირგვლივ. კოლეგები პოზიტიურად შეხვდნენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს,გამოთქვეს  საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოყენების სურვილი. მათთვისაც მისაღები აღმოჩნდა სახალისო აქტივობების დანერგვა გაკვეთილზე.
            კვლევის პროცესი საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვისაც,როგორც მასწავლებლისთვის.პირველ რიგში, აღმომაჩენინა ქართული ენის გრამატიკის უკეთესად სწავლების გზები, რამაც საშუალება მომცა,ხელი შემეწყო სხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც,რადგან,როგორც ესგ-ში ვკითხულობთ: ,,ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის,არამედ,სხვა საგანთაგან განსხვავებით,სწავლების ენაა,ყველა დანარჩენი საგნის სწავლების საშუალებაა“. მეორეც, მე ვხედავდი თითოეული ინტერვენციის დადებით შედეგს ჩემი მოსწავლეების აკადემიურ მაჩვენებელზე, პოზიტიურად შეცვლილ დამოკიდებულებას საგნისადმი და სტიმული მემატებოდა.ვფიქრობ,მომავალშიც გავაგრძელო მუშაობა ახალ საკვლევ თემაზე,რომელიც წაადგება მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს.
სსიპ დ.კაკიაშვილის სახელობის ქ.ხაშურის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და                                                                 ლიტერატურის მასწავლებელი: ნანა მაისურაძე
                                                                                    03.06.2019 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий