სამოდელო გაკვეთილები

რევაზ ინანიშვილი-"პატარა ბიჭი გოლგოთაზე" რუბრიკიდან "ხანი უნდობარი"

გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:

ნანა მაისურაძე

59002003811
გაკვეთილის ტიპი:  სამოდელო ინტეგრირებული


ტრანსფერის  გზით განვითარებული უნარები:
v  თანამშრომლობა
v  კომუნიკაცია
v  სასწავლო რესურსის შექმნის უნარი
v  ცოდნის ტრანსფერი
v  პასუხისმგებლობა და ისტ ტექნოლოგიებით მიღებული ცოდნის გაზიარების უნარი
v  პრეზენტაცია-აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარ

საგანი/საგნები:
ქართული ენა და ლიტერატურა,ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი:
საბაზო,VIII კლასი
გაკვეთილის თემა:

რევაზ ინანიშვილის ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე“(რუბრიკიდან,,ხანი უნდობარი“)
გაკვეთილის აქტუალობა
სასწავლო დისციპლინათა შორის მჭიდრო კავშირი მოსწავლეზე ორიენტირებული პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას,ცოდნის ხარისხის,თანამშრომლობითი  კულტურის ამაღლებას და ,რაც მთავარია,ტრანსფერული უნარ-ჩვევების გაღრმავებას უწყობს ხელს,რომლის გარეშეც 21-ე საუკუნის სკოლა წარმოუდგენელია.თემიდან გამომდინარე(რ.ინანიშვილის,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე“),აუცილებელი გახდა ინტეგრირება მომხდარიყო ისტორიასთან,რადგან უმჯობესია,   მოსწავლეთა მსჯელობა მხატვრული ტექსტის ირგვლივ,მათი მიგნებები  თუ დასკვნები  ნასაზრდოები იყოს  მყარი  სტორიული წყაროებითა და
არგუმენტებით.
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 
15.04.2019 წელი
დრო
45 წუთი
მოსწავლეთა რაოდენობა:
20 მოსწავლე,მათ შორის 1სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლე მხატვრულ ტექსტზე დაყრდნობით იმსჯელებს
ა) მწერლის მთავარ სათქმელსა და იმ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე,რომელიც  იდეის ხორცშესასხმელად გამოიყენა ავტორმა;
ბ)ჩაუღრმავდება ისტორიულ წარსულს,გააანალიზებს კონკრეტულ ფაქტებს და   შეუსაბამებს შესწავლილ ტექსტში ასახულ მხატვრულ გამონაგონს;
გ)პარალელს გაავლებს თანამედროვეობასთან და აწმყოშიც მოიძიებს ფაქტებს, რომლებიც ტკივილად   დაუტოვა საქართველოს ,,ხანმა უნდობარმა“.

სსსმ მოსწავლე შეძლებს:
ა)გაიმეოროს თანაკლასელის ან მასწავლებლის მიერ წარმოთქმული ფრაზა ან წინადადება;
ბ)გააფერადებს ნაწარმოების მიხედვით შექმნილ შავი კონტურით შესრულებულ ნახატს;


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები (კავშირი ეროვნულ სასწ. გეგმასთან)
ქართ.VIII.1.მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა,თუმოსწავლე
·         სვამს კონკრეტულ საკითხს (კონკრეტული საკითხი ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რაიმე მნიშვნელოვანი ყოფითი ფაქტის განხილვა,ისტორიული მოვლენის შეფასება და ა.შ.) დაისმენს სხვების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით;
·         მსჯელობს სათანადო არგუმენტაციის მოხმობით და თანმიმდევრულად ავითარებს თავის მოსაზრებას;
·         მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა.

ქართ.VIII.5.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს,გააანალიზოს და შეაფასოს ტექსტები(მხატვრული და არამხატვრული),რომელიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხზე.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს ,ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით  ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს.
·         პოულობს სადისკუსიო პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს.
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემის მიმართ.

ქართ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლიამხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტების გასაანალიზებლად.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს,რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას(მაგ.ჰიპერბოლას,სახე-სიმბოლოებს,ალეგორიას,მეტაფორას და ა.შ.)და ხსნის მათ დანიშნულებას.

ისტ.VIII.8.მოსწავლეს შეუძლია ახსნას სახელმწიფოში მმართველობის ფორმისა და პოლიტიკური რეჟიმის კავშირი.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         ჩამოთვლის საზოგადოებრივ ინტერესებს,რომელთა უგულებელყოფის უფლებაც სახელმწიფოს არ აქვს,თავის მოსაზრებას ასაბუთებს ისტორიული მაგალითებით;
განმარტავს,რა არის პოლიტიკური რეჟიმი და ჩამოთვლის სხვადასხვა სახის (მაგ.დემოკრატიულ,ავტორიტარულ,ტოტალიტარულ და სხვ.)სახელმწიფოებს.


სსსმ მოსწავლისთვის

ქართ.III.1.მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა აუდიტორიის გათვალისწინებით.

შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე
·         მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში.სიტუაციურ თამაშებში,წარმართავს დიალოგს სხვადასხვა ადრესატთან(თანატოლთან,მასწავლებელთან)





სასწავლო რესურსები
მე-8 კლასის სახელმძღვანელოები-,,ქართული ენა და ლიტერატურა“(ავტორი ნ.მაღლაკელიძე), ,,ისტორია“(ავტორი გ.სანიკიძე): ვ.ხარჩილავას ,,სისხლიანი ქრონიკები’’,კომპიუტერი,ფერადი მარკერები,თაბახის ფურცლები,ცარცი,დაფა,poverpoint-ის სლაიდები,ფრაგმენტი ფილმიდან,,მონანიება“,https://www.youtube.com/watch?v=w-6w1Dd3q3Q
ნაწყვეტი ტელეიმედის გადაცემა ,,ქრონიკიდან“...https://www.imedi.ge/ge/video/16550/represiebi-saqartveloshi

კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
საერთო-საკლასო,ჯგუფური
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები








მოსწავლეებმა იციან რევაზ ინანივილის ბიოგრაფია, მხატვრული ტექსტის(რ.ინანიშვილის ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე’’)  შინაარსი,შესწავლილი აქვთ რამდენიმე ნაწარმოები,რომლებშიც ასახულია საქართველოს 20-30-იანი წლების ისტორია და საბჭოთა რეჟიმის მძიმე შედეგები (კ.ნადირაძის,,1921 წლის 25 თებერვალი“,კ.გამსახურდიას,,დიდი იოსები“ და ა.შ. )ნანახი აქვთ თენგიზ აბულაძის ფილმი,,მონანიება“:ისტორიის სასწავლო კურსიდანაც აქვთ მიღებული გარკვეული ცოდანა ამავე ეპოქის შესახებ;
 ჩამოყალიბებული აქვთ კვლევა-ძიებისა და ლოგიკური აზროვნებისუნარი, აქვთ აუდიტორიის წინაშე წარდგომის გამოცდილება;  ყოველივე ეს დაეხმარება მათ სასწავლო მასალის ღრმად გაანალიზებასა და ცხოვრებისეულად გამოყენებაში.
მოსალოდნელი საფრთხე(ალტერნატივა)
გადაჭრის გზები
სინათლის გამორთვა
პორტატულ კომპიუტერზე გადატანილი კადრები,ალტერნატიული დავალებები.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდათ
ა)წინარე ცოდნის საგაკვეთილო თემასთან ლოგიკურად დაკავშირებისა  და გაკვეთილზე ნაყოფიერად გამოყენების უნარ-ჩვევა;

ბ)კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის,მისი განზოგადების,კვლევა-ძიების და მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარი;

გ)დეტალებში წვდომის,მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ახსნის და მიღებული ცოდნის გამოყენებით,აწმყოში სწორი ორიენტირების უნარი.

შეფასება

განმსაზღვრელი   (იხ.დანართი N1-2)
საშინაო დავალება
თხზულება სათაურით:,,37 წელი ჩემს ქალაქში“
გაკვეთილის მსვლელობა
N
აქტივობა
დრო
1
რუტინული ეტაპების გავლა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება

მეთოდი: ვერბალური,ვიზუალური

კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო-საკლასო

აქტივობის მიზანი:საორგანიზაციო საკითხების მოგვარება,მოტივაციის ამაღლება,განწყობის შექმნა

აქტივობის აღწერა : მასწავლებელი აღნუსხავს მოსწავლეთა დასწრებას,   შეხსენებს მათ გაკვეთილის თემას და შეფასების რუბრიკას, შემდეგ გამოკვეთს გაკვეთილის მიზანს და იწყებს  ზრუნვას  მოტივაციის ამაღლებასა და განწყობის შექმნაზე:   იყენებს ვიზუალურ ეფექტს - აჩვენებს  სამწუთიან ნაწყვეტს კინოფილმიდან,,მონანიება’’,რათა უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ ეპოქაზე,რომელმაც ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე’’აიყვანა(ნაწყვეტი ასახავს პატარა გოგონას განცდებს),ასევე აღეძრათ თანაგანცდა გმირის მძიმე და ტკივილიანი ცხოვრების მიმართ.
აქტივობის შედეგი:მოგვარდა საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეებს შეექმნათ განწყობა მომდევნო აქტივობაზე გადასასვლელად.


5წთ.
2

წინარე ცოდნის გააქტიურება

მეთოდი: გონებრივი იერიში

კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო-საკლასო

აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს გონებრივი იერიშის გამოსაწვევად სთავაზობს ასეთ კითხვას: ,,გთხოვთ , მიპასუხოთ, რა საერთო აქვს ფილმ ,,მონანიებაში’’ აღწერილ ამბავს და მოთხრობის გმირის ისტორიას თვით რევაზ ინანიშვილის ცხოვრებასთან?’’
მოსწავლეები იხსენებენ წინარე ცოდნას და თანმიმდევრულად გამოთქვამენ მოსაზრებებს მასწავლებლის მიერ დასმული კითხვის ირგვლივ.
სსსმ მოსწავლე გაიმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს(მაგ.,,სამშობლო“,,,საქართველო“ და ა.შ)
აქტივობის შედეგი:მოსწავლეებმა გაიხსენეს წინარე ცოდნა, და თანმიმდევრულად გასცეს პასუხი მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებზე.
სსსმ მოსწავლემ შეძლო: გაიმეორა მასწავლებლის მიერ წარმოთქმული სიტყვები.


5წთ.
3

ჯგუფური მუშაობა

მეთოდი: ჯგუფური მუშაობა

კლასის ორგანიზების ფორმა: ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი:საგაკვეთილო ტექსტის ცოდნისა და მისი იდეური აღქმის გამოვლენა,ინფორმაციის დახარისხება; მხატვრულ-გამომსახველბითი საშუალებების დანიშნულების ცოდნის დონის ამაღლება; თანამშრომლობითი კულტურის დახვეწა.

აქტივობიის აღწერა:შემთხვევითობის პრინციპის გამოყენებით  გამოიყოფა 3 ჯგუფი,აირჩევა თითოეულის ლიდერი,მასწავლებელი მათ ურიგებს ფერად თაბახებზე დატანილ დავალებებს(იხ.დანართი N3),აძლევს მკაფიო ინსტრუქციას,როგორც დავალების შინაარსთან,ისე დროის ლიმიტთან დაკავშირებით.მოსწავლეები იმსჯელებენდა დაახარისხებენ ინფორმაციას  ტექსტის იდეურ-თემატური,ასევე მხატვრული თვალსაზრისით.მასწავლებელი აძლევს მათ უკუკავშირს.
სსსმ მოსწავლე აფერადებს ნაწარმოების მიხედვით შესრულებულ შავი კონტურით მოხაზულ ნახატს.
აქტივობის შედეგი: მოსწავლეები განაწილდნენ ჯგუფებში,დაახარისხეს დავალების პირობაში გათვალისწინებული ინფორმაცია როგორც ტექსტის იდეურ-თემატური,ისე მხატვრული თვალსაზრისით.
სსსმ მოსწავლემ შეძლო:გააფერადა მიცემული ნახატი.

4წთ.
4

პრეზენტაცია
მეთოდი: ვერბალური

კლასის ორგანიზების ფორმა:ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ პრეზენტაციისა და ინფორმაციის გაანალიზების უნარ-ჩვევის
გაუმჯობესებას,დახვეწენ აუდიტორიის წინაშე წარდგენის ტექნიკას.

აქტივობის აღწერა: თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს ჯგუფის წევრთა მიერ შეჯერებულ ინფორმაციას(პრეზენტაციაში შეიძლება რამდენიმე წევრმაც მიიღოს მონაწილეობა),გამოხატავენ  ნაწარმოებში აღწერილი ამბისადმი საკუთარ მიმართებას ,გააანალიზებენ  პერსონაჟთა ხასიათს და ურთიერთდამოკიდებულებას,მათს  ღირებულებებს,გამოკვეთენ ტექსტის მთავარ სათქმელს, დაახარისხებენ  მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს,გამოარკვევენ მათს  ფუნქციას.
მასწავლებელი აძლევს უკუკავშირს.
სსსმ მოსწავლე  წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს.
აქტივობის შედეგი: მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფის წევრთა მიერ შეჯერებული ინფორმაცია,გამოხატეს საკუთარი სეხედულებები,მასწავლებლისგან მიიღეს უკუკავშირი.
სსსმ მოსწავლემ შეძლო: წარმოადგინა ნახატი და მასწავლებლისგან მიიღო უკუკავშირი.

15წთ.
5

მინილექცია

მეთოდი: ვერბალური,ვიზუალური

კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო-საკლასო

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ისტორიული ფაქტებისა და   სტატისტიკის, ასევე ვიზუალური მასალის გათავისება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი უტყუარ ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით,რეპრესირებულ  საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებასთან პარალელის გავლებით ცდილობს, ამოგზაუროს მოსწავლეები იმ ეპოქაში,რომელიც ნაგულისხმევია შესწავლილ ნაწარმოებში; მსჯელობისას  წყაროდ იყენებს  ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს,  ინტერნეტით მოძიებულ მასალებს,  ვახტანგ ხარჩილავას წიგნს ,,სისხლიანი ქრონიკები’’,ასევე ფრაგმენტს ტელეიმედის ერთ-ერთი გადაცემიდან(2017 წლის 24 ოქტომბრის,,ქრონიკა“-რეპორტაჟი ეროვნული არქივის პავილიონიდან)მოსწავლეები ყურადღებით ისმენენ ინფორმაციას, აღიქვამენ ვიზუალურ მასალას და ემზადებიან მომდევნო აქტივობისთვის.
აქტივობის შედეგი:მოსწავლეებმა მოისმინეს მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია,ასევე გაითავისეს ვიზუალური მასალა და მოემზადნენ შემდეგი აქტივობისთვის.

7 წთ.
6

კითხვა-პასუხი

მეთოდი: ვერბალური,ვიზუალური

კლასის ორგანიზების ფორმა : საერთო-საკლასო

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ისტორიული წყაროებიდან და დოკუმენტური მასალიდანმიღებული ინფორმაციის გაფილტვრა,კრიტიკული შეფასება და კონკრეტული დასკვნების გამოტანა.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს იმგვარი კითხვებით,რომლებზე პასუხებიც უნდა ასახავდეს რეპრესიების მსხვერპლთა ვინაობისა თუ მათი ცხოვრების ამსახველ რეალურ ფაქტებს,მოიცავდეს გარკვეულ სტატისტიკურ ინფორმაციასაც.(მაგ.:რამდენი ადამიანი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ რეპრესიების დროს? ქართულმა მწერლობამ და ხელოვნებამ რა დანაკლისი განიცადა?რას იტყოდით მიხეილ ჯავახიშვილზე?ტიციან ტაბიძეზე? და ა.შ.)  მოსწავლეები იხსენებენ ფაქტებს, მსჯელობენ მათთვის ცნობილ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით,პარალელს ავლებენ შესწავლილ მხატვრულ ნაწარმოებებთანაც(ყოველივე ამას ფონად მიჰყვება  poverpoint-ის პრეზენტაცია-,,რეპრესირებულთა  ფოტოები“).მასწავლებელი გზადაგზა აძლევს მოსწავლეებს უკუკავშირს და მათთან ერთად აჯამებს შედეგს.
აქტივობის შედეგი:მოსწავლეებმა გაიხსენეს ფაქტები რეპრესირებულთა ცხოვრებიდან და  დაუპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს.


5წთ.
7
შეფასება

2წთ.
8
საშინაო დავალება

მეთოდი: ინსტრუქტაჟი

საშინაო დავალება: გაკვეთილების ბოლოს მოსწავლეები ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებთან ერთად მიდიან ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,სპეციალისტთა დახმარებით ეცნობიან იქ დაცულ დოკუმენტებს,უსმენენ მათს მონათხრობს და წერენ თხზულებას სათაურით:,,37 წელი ჩემს ქალაქში“.

2წთ.

დანარები:
შეფასების კრიტერიუმები (ჰოლისტური)
დანართი N1
1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლე ვერ ახერხებს ტექსტზე დაყრდნობით იმსჯელოს ტექსტის მთავარ სათქმელზე,ვერც მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს აანალიზებს.არ შეუძლია პარალელი გაავლოს თანამედროვეობასთან.
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით   მსჯელობს მწერლის მთავარ სათქმელსა და მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე; ასევე მასწავლებლის დახმარებით
აანალიზებს კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს და უჭირს,  შეუსაბამოს შესწავლილ ტექსტში ასახულ მხატვრულ გამონაგონს; პარალელსაც ნაწილობრივ  ვლებს თანამედროვეობასთან.

მოსწავლე მცირეოდენი ხარვეზებით   მსჯელობს მწერლის მთავარ სათქმელსა და იმ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე, რომელიც ამ იდეის ხორცშესასხმელად გამოიყენა ავტორმა; ასევე კარგად
აანალიზებს კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს და   უსაბამებს  შესწავლილ ტექსტში ასახულ მხატვრულ გამონაგონს;  მცირე ხარვეზებით, მაგრამ  პარალელსაც მოხერხებულად ავლებს თანამედროვეობასთან.

მოსწავლე მხატვრულ ტექსტზე დაყრდნობით სრულყოფილად  მსჯელობს მწერლის მთავარ სათქმელსა და იმ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე,რომელიც ამ იდეის ხორცშესასხმელად გამოიყენა ავტორმა;
აანალიზებს კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს და   უსაბამებს შესწავლილ ტექსტში ასახულ მხატვრულ გამონაგონს:სრულყოფილ პარალელს ავლებს თანამედროვეობასთან.









დანართი N2
სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა

1-4
5-6
7-8
9-10
მოსწავლე ვერ იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს,არ აფერადებს ნახატს.
მოსწავლე მხოლოდ მასწავლებლის დახმარებით,მარცვალ-მარცვალ იმეორებს მასწავლების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს,აფერადებს ნახატის მხოლოდ ნაწილს.
მოსწავლე მციერე შეცდომებით იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს,აფერადებს შავი კონტურით მოხაზულ სიუჟეტურ სურათს.
მოსწავლე სრულყოფილად იმეორებს მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს,აფერადებს შავი კონტურით მოხაზულ სიუჟეტურ სურათს.



დანართი N3
დავალებები ჯგუფებისათვის
ჯგუფი   --   აღწერეთ, როგორია ოჯახური ცხოვრება მამასთან ერთად და მამის გარეშე? ახსენით მამის მიმართ ხალხის დამოკიდებულება.
II ჯგუფი   -- ისაუბრეთ თემაზე: უკანასკნელი შეხვედრა მამასთან; გააანალიზეთ, როგორ შეცვალა ამ   ტრაგედიამ გმირების ცხოვრება?
III ჯგუფი  --  თქვენი აზრით,რა არის ავტორის მთავარი სათქმელი და რომელი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებითაა ის რეალიზებული?



ხელმოწერა:                                        
 /ნ.მაისურაძე/







თარიღი: 15.04.2019

რეფლექსია
სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
            21-ე საუკუნის სკოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში ტრანსფერის  უნარ-ჩვევების გაღრმავება. ეს  კი საუკეთესოდ მიიღწევა ინტეგრირებულ გაკვეთილზე. სწორედ ამ მიზნით დავგეგმე და ჩავატარე  სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი(ქართული ლიტერატურა-ისტორია) VIII  კლასი. აკვეთილის თემა იყო: რევაზ ინანიშვილის ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე“(რუბრიკიდან ,,ხანი უნდობარი“).
            აღნიშნული ტიპის გაკვეთილებზე დასწრება და მიღებული გამოცდილება კოლეგებს დაეხმარება, ინტეგრირებული გაკვეთილების დაგეგმვის დროს გაიზიარონ მათთვის  ეფექტური  სტრატეგიები ,ასევე შეაფასონ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მიღწეული შედეგები და შესაბამისად გამოიყენონ საკუთარ პრაქტიკაში.
            გაკვეთილის მიზანი იყო,მოსწავლეებს ემსჯელათ მწერლის მთავარ სათქმელსა და მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებზე,ჩაღრმავებოდნენ ნაწარმოებში ასახულ ისტორიულ წარსულს და აწმყოშიც მოეძიებინათ ფაქტები,რომლებიც ტკივილად დაუტოვა ერს ,,ხანმა უნდობარმა“.           
            გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები ითვალისწინებდა რეალურ მოლოდინს იმისას, რომ მოსწავლეები არა მარტო გაიღრმავებენ ცოდნას ორ საგანში(ქართულ ლიტერატურასა და ისტორიაში),შეძლებენ თანამშრომლობითი კულტურის დახვეწას,არამედ მათი მიზნები საკლასო ოთახის ფარგლებს გასცდება და გადაინაცვლებს უფრო ფართო გარემოში, ამ შემთხვევაში, მუზეუმში, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე პიროვნებას ,იზრუნოს  საკუთარი სამშობლოს წარსულსა და აწმყოზე.
             ესგ-ს სტანდარტზე მორგებული თითოეული აქტივობა ისეთი თანმიმდევრო- ბით  იყო დაგეგმილი, რომ გაკვეთილის ბოლოს მისაღწევ შედეგამდე ნამდვილად მიგვიყვანა: პირველივე აქტივობიდანვე(რუტინული საორგანიზაციო ეტაპების გავლისთანავე) ვიზრუნე, მოსწავლეთათვის შემექმნა განწყობა,აღმეძრა თანაგანცდა ნაწარმოების გმირების მიმართ.ამისთვის გამოვიყენე სამწუთიანი ნაწყვეტი თენგიზ აბულაძის ფილმიდან ,,მონანიება“.ამ აქტივობამ გარდა იმისა,რომ მოსწავლეებს გაუადვილა იმ ეპოქის აღქმა,რომელმაც ,,პატარა ბიჭი გოლგოთაზე აიყვანა“,ერთგვარად მოამზადა კიდეც ისინი  მომდევნო აქტივობისთვის.
            ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით მოსწავლეებს ერთმანეთთან დავაკავშირებინე ,,მონანიების“ გმირების,შესწავლილი ნაწარმოების პერსონაჟთა და თვით რევაზ ინანიშვილის პირადი  თავგადასავალი,რამაც წინარე ცოდნაც გამოავლინა და მომდევნო აქტივობაზე გადასვლაც გააადვილა.
            ჯგუფური მუშაობაც საქმიანად წარიმართა,გამოვლინდა თანამშრომლობითი უნარი,ნარატივი დამუშავდა დაწვრილებით,ლიდერებმა დავალებები წევრებს გონივრულად დაუნაწილეს და პრეზენტაციაშიც თითქმის ყველა მოსწავლე იღებდა მონაწილეობას,საუბრობდნენ დაუძაბავად,ენაწყლიანად, გრამატიკული ნორმების დაცვით,მარჯვედ  იყენებდნენ ციტატებს;ნათლად გამოვლინდა ტექსტის იდეურ-მხატვრული ანალიზისა და აუდიტორიის წინაშე წარდგომის უნარი.
            მინილექციით მოხდა ტექსტში ასახული ისტორიული რეალობის (1937 წლის რეპრესიების)მიმოხილვა,რაშიც ძალიან დამეხმარა ვახტანგ ხარჩილავას ,,სისხლიან ქრონიკებში“ ასახული საარქივო მასალები ,ასევე ეფექტურად შეერწყა ლექციის ბოლო ნაწილს ორწუთიანი ნაწყვეტი ტელეიმედის საინფორმაციო პროგრამა ,,ქრონიკიდან“,რომელიც ასახავდა რეპრესიებს საქართველოში.
            ბოლო აქტივობა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში,სწორედ აქ გამოვლინდა ცოდნის ტრანსფერი-მოსწავლეებმა გაიხსენეს საინტერესო ისტორიულ -ლიტერატურული ფაქტები ,შეაფასეს ის შედეგები,რაც დაუტოვა ერს ,,ხანმა უნდობარმა“.
        ვფიქრობ,რომ გაკვეთილზე ყველაზე ეფექტური  და   მოსწავლეთა  აქტიურობით გამორჩეული მაინც ბოლო აქტივობა იყო,კითხვა-პასუხის დროს  უკეთ გამოვლინდა ცოდნის ტრენსფერი -  ორ საგანში მიღებულმა  გამოცდილებამ მოსწავლეებს მისცა საშუალება ემსჯელათ ,, უნდობარი ხანის“ შედეგებზე: იხსენებდნენ როგორც სტატისტიკურ ფაქტებს,ასევე ცნობილ პიროვნებათა საინტერესო და ტკივილით სავსე ისტორიებს.ინტერესი გამოიწვია ასევე საშინაო დავალების(,,1937 წელი ჩემს ქალაქში“)ინსტრუქციამ,რადგან დავალების შესრულება ითვალისწინებდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერებას ,პრაქტიკულ კვლევა-ძიებას და უშუალო კავშირში იყო თანამედროვეობასთან. ამ ფაქტს ხალისით შეხვდა თითოეული მოსწავლე.
        გაკვეთილი მთლიანად გეგმის მიხედვით წარიმართა,არც აქტივობების მოდიფიცირებისთვის მომიმართავს,შევეცადე დროის ლიმიტის დაცვასაც.
            რაც შეეხება ნაკლს, ვთვლი,რომ პრეზენტაციის დროს გამომრჩა რამდენიმე მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომაზე დროული უკუკავშირი,ასევე შეფასების მომენტშიც  მქონდა ხარვეზები-ზოგადი განმარტებებით შემოვიფარგლე და რამდენიმე მოსწავლის  ნიშანს არ დავურთე კონკრეტული მითითებები. ამ ხარვეზს აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას მომდევნო გაკვეთილზე და თითოეულ მოსწავლეს მივაწვდი სათანადო უკუკავშირს. ვფიქრობ,მინილექციაც გამიხანგრძლივდა,უკეთესი იქნებოდა,მოსწავლეები გამეაქტიურებინა გაკვეთილის ამ ნაწილშიც, რასაც შემდგომში  გავითვალისწინებ.


                        ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნანა მაისურაძე
                                                                                                16.04.  2019წელი
              




Комментариев нет:

Отправить комментарий