I სემესტრი
წრე-,,ნორჩი ენათმეცნიერები“ წრის ხელმძღვანელი ნანა მაისურაძე
(აღწერა)
ქ.ხაშურის #2 საჯარო
სკოლის VII კლასის ბაზაზე ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის გაუმჯობესების მიზნით
შექმნილი წრის (,,ნორჩი ენათმეცნიერები“) მეცადინეობები
ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიმართ-ულებებს: ზეპირმეტყველება- VII.5. მოსწავლე ამოიცნობს და იყენებს
ზეპირმეტყველების ძირითად მახასიათებლებს.
VII.6. ამოიცნობს და შესაბამისად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს.
წერა - VII.13.მოსწავლე
იცავს წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებსა
და ენობრივ ნორმებს.
წრეს ხელმძღვანელობს
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნანა მაისურაძე
წრის მეცადინეობის
ხანგრძლივობა: 45 წუთი(ერთი გაკვეთილი);კვირაში ერთი დღე(ოთხშაბათი).
წრის წევრთა სია:
1.ბირკაძე ზურაბ 13.ქიტიაშვილი მარიამ
2.დევდარიანი ვასილ 14.მეხრიშვილი ბარბარე
3.გრიგალაშვილი
ელენე 15.ღამბაშიძე მარიამ
4.გრიგალაშვილი
ვასო
5.კალმახელიძე ლიკა
6.კიკნაძე
ირინე
7.კოჟორიძე
ირაკლი
8.ლომიძე
თამთა
9.მახათაძე
თათია
10.მოძმანაშვილი
ნუცა
11.ნონიაშვილი
კესო
12.ოგანესიანი
ლენკა
წრის მუშაობის გრაფიკი:
I მეცადინეობა- 11.X.2017--- წრის წევრთა დაკომპლექტება; მიზნისა და სამუშაო გრაფიკის გაცნობა;
მინილექცია თემაზე: ,,გრამატიკის ნაწილები“.
II მეცადინეობა- 18.X.--- მეტყველების ნაწილები
და მათი კლასიფიკაცია.
III მეცადინეობა- 25.X.--- არსებითი სახელის რაობა
და ჯგუფები.
IV მეცადინეობა-1.XI.---სახელები ფუძეთა მიხედვით;კუმშვა,კვეცა;თანხმოვანფუძიან
არსებით სახელთა მართლწერა(კუმშვადები და უკუმშველები).
V მეცადინეობა- 8.XI.--- ხმოვანფუძიან არსებით სახელთა
მართლწერა(კვეცადები; უ კვეცელები; კუმშვად-კვეცადები).
VI მეცადინეობა- 15.XI.--- ტექსტის რედაქტირებაზე მუშაობა.
VII მეცადინეობა- 22.XI.--- ზედსართავი სახელის
რაობა და ჯგუფები.
VIII მეცადინეობა- 29.XI.--- ზედსართავი სახელის
მართლწერა(ტექსტის რედაქტირება).
IX. მეცადინეობა-06.XII.--- რიცხვითი სახელის რაობა
და ჯგუფები.
X მეცადინეობა- 13.XII.--- რიცხვითი სახელის მართლწერა(ტექსტის
რედაქტირება).
XI მეცადინეობა- 20.XII.--- ნაცვალსახელის რაობა
და ჯგუფები.
XII მეცადინეობა- 27.XII.--- შემაჯამებელი ტესტური
მუშაობა თემაზე:,,სახელთა მართლწერა“.
საწრეო მუშაობის
რეფლექსია
ერის სული და გული ენაა,ამიტომაც ყოველი
ადამიანი მოვალეა,გამოირჩეოდეს მშობლიური ენის საფუძვლიანი ცოდნით,ზრუნავდეს ზეპირი
და წერითი მეტყველების კულტურის ამაღლებაზე;მართლწერის საკითხთა ცოდნას ჯეროვანი ყურადღება
ექცევა ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც.ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეიქმნა ქ.
ხაშურის N2საჯარო სკოლის VII კლასის (15 მოსწავლით დაკომპლექტებული) ბაზაზე ,,ნორჩ ენათმეცნერთა“ წრე. წრის თითოეული
მეცადინეობა ეფუძნება ესგ-თი გათვალისწინებულ სტანდარტებს(ქართ. VII.5; ქართ.VII.6;
ქართ. VII.13.)
წრის მეცადინეობები ტარდებოდა ყოველი კვირის
ოთხშაბათს(45 წუთიანი ხანგრძლივობით).მოსწავლეები ხალისით ერთვებოდნენ თითოეულ აქტივობაში,მეტიც,მომდევნო
მეცადინეობის აქტივობები ხშირად მათი ინიციატივით იგეგმებოდა,თვითონვე ირჩევდნენ პრეზენტატორებსაც.კარგად
ირგებდნენ ,,მეცნიერის როლს“.
უნდა ითქვას,რომ მეცადინეობებმა ერთგვარად
შეავსო სასკოლო სახელმძღვანელოში განთავსებული გრამატიკული მასალის(როგორც თეორიული,ისე
პრაქტიკული)დეფიციტი.თითოეული თემის დასასრულს პრაქტიკულად,ტესტური წესით ვაჯამებდით
ცოდნას;მოსწავლეები ერთმანეთს ამოწმებდნენ წინასწარ ჩამოწერილი კითხვარებით.
ხშირად ვიყენებდით ხალისიან აქტივობებს,
ე.წ. ,,გრამატიკულ თამაშებს“,მათი მიზანი იყო ზედსართავისა და არსებითის ერთმანეთთან
სწორად შეწყობა-შეკავშირების წესების დაცვა,რიცხვითი სახელისა და ნაცვალსახელის მართლწერისა
და მართლმეტყველების ნორმების გამოყენება .
საწრეო მუშაობაში მოსწავლეთა ჩართულობისა
და მეცადინეობაზე დასწრების მონიტორინგმა ,ასევე შემაჯამებელმა ტესტირებამ გამოავლინა,რომ მოზარდებს წერისა და მეტყველების კულტურა საკმაოდ გაუუმჯობესდათ.
მიზანს მივაღწიეთ-პროგრამით გათვალისწინებული
ოთხივე მეთყველების ნაწილის(არსებითი,ზედსართავი ,რიცხვითი და ნაცვალსახელების) ირგვლივ
დაგეგმილი ყველა საკითხის შესწავლა დავასრულეთ.
რაც შეეხება ხარვეზებს:მუშაობის პროცესში
ხშირად ვერ ვიყენებდი ისტ ტექნოლოგიებს. უმეტესად დაფაზე დაწერილ და თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილ მაგალითებს მივმართავდი
დასამოწმებლად,რაც ხელს მიშლიდა დროის ლიმიტის დაცვაში.კარგი იქნებოდა, კომპუტერში
წინასწარ ატვირთული რესურსები მეჩვენებინა პროექტორით.ეს ხელს შემიწყობდა თეორიული
მასალა პრაქტიკულად უფრო სწრაფი ტემპით და ხარისხიანად განმემტკიცებინა.მომდევნო მეცადინეობებზე
ამ ხარვეზს აუცილებლად დავძლევთ.
,,ნორჩ
ენათმეცნიერთა“ წრის ხელმძღვანელი
ნანა
მაისურაძე
29.12.2017
წელი
ჩანართი-პოსტი-სურათები(ალბომი)
II სემესტრი
წრის დასახელება: ,,ენის ქომაგები “
წრის ხელმძღვანელი: ნანა მაისურაძე
ქ.ხაშურის N2 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის ბაზაზე ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის გაუმჯობესების
მიზნით შექმნილი წრის (,,ენის ქომაგები“) მეცადინეობები
ეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიმართ-ულებებს:
ზეპირმეტყველება- VIII.3. მოსწავლეს
შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოიცნობა და გამოყენება.
წერა
- VIII.12.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ - გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა
სახის ტექსტების შესაქმნელად.
წრის მეცადინეობები გაიმართება II სემესტრში,
ყოველი კვირის სამშაბათს. დაიწყება 14.20 საათზე და გაგრძელდება 45 წუთს. დავეყრდნობით
და გამოვიყენებთ როგორც გასული საუკუნის ენათმეცნიერთა (აკ. შანიძე, ლ.კვაჭაძე),ასევე
თანამედროვე მკვლევართა (თვალთვაძე, არაბული
და ა.შ.) თეორიულ მოსაზრებებს და პრაქტიკულ
სავარჯიშოებს.მეცადინეობებზე ვისარგებლებთ ინტერნეტრესურსებით და მრავალფეროვანი აქტივობებით.
წრის წევრთა სია:
1.ბაიდაური ანი 10.ციცქიშვილი ნუცა
2.ბლიაძე თამაზ 11.ჭიღლაძე გიორგი
3.მეზვრიშვილი ლიკა 12.ხაჩიძე კესო
4.ნასყიდაშვილი გიგა
5.ნონიაშვილი ელენე
6.რაზმაძე თორნიკე
7.ტაბატაძე
მარიამ
8. ჩადუნელი
გიორგი
წრის მუშაობის
გრაფიკი :
I
მეცადინეობა -- 30.01.2018წ.
ა)წრის სამუშაო გრაფიკის გაცნობა.
ბ) ძირითადი სინტაქსური ერთეულები.
II
მეცადინეობა -- 6.02.2018წ. წინადადების აგება.სიტყვათა შეკავშირება
(ჯგუფური მუშაობა)
III
მეცადინეობა -- 13.02.2018წ. წინადადების წევრები.შემასმენელი,მისი
გადმოცემა,აგებულება.
IV
მეცადინეობა -- 20.02.2018წ. ქვემდებარე. პრაქტიკული მუშაობა
წყვილებში.
V
მეცადინეობა -- 27.02.2018წ. შემასმენლისა და ქვემდებარის შეწყობა
რიცხვში.
VI
მეცადინეობა -- 13.03.2018წ. დამატება ობიექტები.
VII
მეცადინეობა -- 20.03.2018წ. უბრალო დამატება.
VIII მეცადინეობა -- 27.03.2018წ.
განსაზღბრება,მისი ადგილი წინადადებაში.
IX
მეცადინეობა -- 3.04.2018წ. ნათესაობით ბრუნვაში მდგარი განსაზღვრებისა და უბრალო დამატების გარჩევა ერთმანეთისაგან.
X
მეცადინეობა -- 17.04.2018წ. გარემოება და მისი სახეები.(ჯგუფებში
მუშაობა)
X Iმეცადინეობა -- 24.04.2018წ.წინადადების სახეები შინაარსისა
და აგებულების
მიხედვით.
XII
მეცადინეობა -- 8.05.20018წ. მარტივი წინადადების სახეები.
XIII მეცადინეობა --15.05.2018წ. შერწყმული
წინადადება.
XIV
მეცადინეობა -- 22.05.2018წ. კავშირები და სასვენი ნიშნები შერწყმულ წინადადებაში.
XV
მეცადინეობა -- 29.05.2018წ. რთული წინადადება.მისი სახეები.
XVI
მეცადინეობა -- 5.05.2018წ.კავშირები და სასვენი ნიშნები რთულ
წინადადებაში.
XVII მეცადინეობა -- 12.06.2018წ.
შემაჯამებელი ტესტირება.
ქართული ენისა და
ლიტერატურის წრის (,,ენის ქომქგები“) რეფლექსია
ქართული ენის ერთ-ერთი დიდი ქომაგი ,ვაჟა-ფშაველა
ამბობდა:,,რასა ჰქვია ენის ცოდნა?რასაკვირველია, არა კმარა,მარტო სიტყვები ვიცოდეთ,უნდა
გვესმოდეს,თუ როგორ შევუთანხმოთ ერთი მეორეს და წინადადება ავაშენოთ,ამისათვის საჭიროა
ენის სულისა და გულის შეგნება“... სწორედ ამ სიტყვებში მინიშნებული დედააზრი გახდა
მიზანი ქართული ენისა და ლიტერატურის წრის(,,ენის ქომაგები) შექმნისა.წრე დაკომპლექტდა
ქ.ხაშურის მე-2 საჯარო სკოლის VIIIბ კლასის მოსწავლეებით.
წრის მეცადინეობები ტარდებოდა მე-2 სემესტრის
მანძილზე,ყოველი კვირის სამშაბათს,45 წუთის ხანგრძლივობით.თითოეული მეცადინეობა ეფუძნებოდა
ესგ-ს სტანდარტებს(VIII.3. VIII.12.).
ვცდილობდით, ყოველი შეხვედრა სახალისო და, ამავე დროს, საინტერესო
აქტივობებით დატვირთული ყოფილიყო.სიღრმისეულად შევისწავლეთ წინადადების თითოეული წევრი,მათი
ადგილი წინადადებაში;მოსწავლეებისათვის ადვილად გამოსაცნობი გახდა განსხვავება მარტივ,შერწყმულ
და რთულ წინადადებათა შორის;ვიკვლევდით ყოველი სინტაქსური შეცდომის შემთხვევას,ვასაბუთებდით
სწორ ვერსიებს და ვიყენებდით ტექსტების შესაქმნელად.
განსაკუთრებული ხალისით ეკიდებოდნენ მოსწავლეები
პრეზენტაციების მომზადებას.ვუსმენდით თანამედროვე ენათმეცნიერების ინტერნეტლექციებს,ვატარებდით
შემაჯამებელ ტესტირებებს თითოეული თემის დასრულების ემდეგ,ასევე ვწერდით ტექსტის რედაქტირებებს.
წლის დასაწყისში ერთ-ერთი გამოკვეთილი
პრობლემა იყო სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება რთულ წინადადებაში.ბოლო შემაჯამებელი
წერისას გამოვლინდა,რომ პუნქტუაციური ხარვეზები მინიმუმამდე შევამცირეთ.
სწორად წერამ მოსწავლეებში სწორად მეტყველების
სურვილი წაახალისა,რაც,ბუნებრივია,,,ენის სულისა და გულის შეგნებას“ უადვილებს ახალგაზრდებს.
ამიტომ ვფიქრობ,რომ წრის მიზანიც მიღწეულია.
ქართული ენისა და
ლიტერატურის წრის ხელმძღვანელი: ნანა მაისურაძე
12.06
2018 წელი









Комментариев нет:
Отправить комментарий