воскресенье, 26 октября 2014 г.

მე-6 ტრენინგ-დღე

ეს კიდევ უფრო საინტერესო დღე იყო,რადგან, ნათიას წყალობით,უფრო თავდაჯერებული გავხდი...
ამ დღეს ვისწავლე:
1.ტექსტების შესწორება,გავაკეთეთ სათანადო კომენტარები word-სა და poverpoint-ში.
2.შეფასების რუბრიკები გავუკეთეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს(გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელო).
3.ვისწავლეთ yotube-დან ბლოგზე ვიდეოს გადატანა.
4.ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება ბლოგზე.

ზღაპრული თანამშრომლობა


суббота, 25 октября 2014 г.

მე-5 ტრენინგ-დღე

ეს დღე ყველაზე საინტერესო და შედეგიანი იყო!მადლობა ნათიას,რომ ასეთი კარგი ტრენერია!!!
რაც შეეხება იმას, რა ვისწავლეთ:
1.ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე;
2.მოვისმინეთ ლექცია საავტორო უფლების დაცვის შესახებ;
3.ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანით გამოყენებული  ლიტერატურის მარტივ შაბლონს და ვისწავლეთ მისი შევსება-url-მისამართების გადმოტანა;
4.დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
p. s. დღეს ყველაზე კარგად გავიგე,რას ნიშნავს შეცდომებზე სწავლა...

понедельник, 20 октября 2014 г.

მე-4 ტრენინგ დღე

1. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
2. დავათვალიერეთ ტრენინგის მონაწილეთა გეგმის პრეზენტაციები და გავაკეთეთ კომენტარები.

მე-3 ტრენინგ- დღის რეფლექსია

1. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.
2. შევუსაბამეთ მიზნები, საგნიდან გამომდინარე, სტანდარტები და ინდიკატორები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
3. ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება გუგლ- დოკებში.

მე-2 ტრენინგ-დღის რეფლექსია.

1. მოვიფიქრეთ პროექტის თემები.
2. დავამზადეთ ბროშურები მშობლებისათვის.
3. ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანით ბროშურებისა და გაზეთების შაბლონებს.