четверг, 2 апреля 2015 г.

პროექტი-,,hellados'' საკლასო ოთახის სცენაზე''


1. პროექტის სახელწოდება:,,hellados''საკლასო ოთახის სცენაზე''
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა უფრო ნათლად აღიქვან ნაწარმოებში ასახული მთავარი სათქმელი,უკეთ გამოხატონ პირადი დამოკიდებულება პერსონაჟთა ხასიათისადმი,შეიძინონ ინტერპრეტაციის,პრობლემისადმი შემოქმედებითად მიდგომის და სწორი სოციალური უნარ-ჩვევები.
3. პროექტის აქტუალობა: ნაწარმოების მოკლე სასცენო ეპიზოდებად დაყოფისა და შემოქმედებითად მიდგომის საფუძველზე მოსწავლეები უკეთ შეძლებენ სწორი დასკვნების გამოტანას ცხოვრებისეულ საკითხებზე და უფრო მეტი ინტერესით მოეკიდებიან სწავლის პროცესს,რადგან საკუთარი ძიებით აღქმული ღრმა შთაბეჭდილებას მოახდენს მათზე.
4. პროექტის მიზნები: კითხვისადმი ინტერესის გაზრდა,საკითხისადმი შემოქმედებითად მიდგომის ჩვევის ჩამოყალიბება,სასცენო ხელოვნების ინტერესის გაღვივება,თანამშრომლობის ხარისხის ამაღლება,მარტივი დეკორაციების დამზადება,ინტერნეტის საშუალებით დამხმარე მასალის(კინო და თეატრალური ვერსიის)მოძიება დაგამოყენება,მუსიკალური ფონების შერჩევა,სცენარის ბროშურების დამზადება.
5. მონაწილეთა ასაკი: VIIკლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10-12 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებში გაიზრდება კითხვისადმი ინტერესი,სასწავლო მასალისადმი შემოქმეთებითად მიდგომის ხარისხი,მოსწავლეებს განუვითარდებათ მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნება,ისინი შეძლებენ უფრო უკეთ დაუკავშირონ მხატვრული გამონაგონი ცხოვრებას და ჩამოიყალიბონ საზოგადოებისადმი სწორი,სამართლიანი მიდგომის ჩვევა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი,ფორმატები,ფერადი ქაღალდები ,წყლის საღებავები დეკორაციების შესაქმნელად...
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): პროექტის მიზნის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად(3 ჯგუფი),ისინი თვითონ ასახელებენ ლიდერებს,მიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს და დავალებებს:
Iჯგუფი: მოამზადონ სცენარი ეპიზოდისთვის,,ჯემალის გამოჩენა ვენეციის გზატკეცილზე'',თვითონ გაანაწილონ როლები,შექმნან დეკორაციები,მოირგონ შესაბამისი კოსტიუმები,შეარჩიონ მუსიკალური ფონი;
 IIჯგუფი:  მოამზადონ სცენარი და შესაბამისი რეკვიზიტები ეპიზოდისათვისთვის,,ვიოლინოს გაკვეთილებზე''...
IIIჯგუფი: ,,იანგულის დაბრუნება''–ფინალური სცენის მომზადება.
პროექტზე მუშაობის პროცესში შესაბამისი გრაფიკის მიხედვით მოხდება თითოეულ ჯგუფთან შეხვედრა,მიიღებენ შესაბამის მითითებებს,განვუმარტავ ლიტერატურულ ტერმინებს;წინასწარ ვაძლევ ასევე ქულობრივი შეფასების რუბრიკას,ვესწრები რეპეტიციებს.განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე ყოველთვის ჩართულია დეკორაციების გაფერადების პროცესში.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასტან კავშირი:მოსწავლეები შეძლებენ უფრო ნათლად აღიქვან მწერლის მთავარი სათქმელი,უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი  დამოკიდებულება იდეისადმი,გაიზრდება თანამშრომლობის ხარისხი ისწავლიან გზებს მხატვრული ნაწარმოების აღქმისა და იდეის ცხოვრებაში გამოყენებისა.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მაისურაძე
12.ხელმზღვანელის ელ.ფოსტა: nanamaisuradze96gmail.com 



პრეზენტაცია-შატაიძის ცხოვრების გზა