суббота, 8 ноября 2014 г.

მე-9 დღე

ეს ყველაზე თბილი და ტკბილი დღე იყო, ,,ფუშფუშა'',როგორც ნათია იტყოდა!
ყველას პრეზენტაცია მომეწონა...გოგოებს ჭკვიანური ჩანაფიქრები აქვთ.წარმატებებს ვუსურვებ!
განსაკუთრებული მადლობა ნათიას.მასთან გატარებული თითოეული წუთი შეუფასებელია!
გული მწყდება!!!

воскресенье, 2 ноября 2014 г.

მე-8 დღე

რა მაგრად თქვა გურამიშვილმა:,,სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებოსო!'' კენწერომდე ერთი ტოტიღაა,მაგრამ დღევანდელი დღე ძალიან ტკბილად მომაგონდება...
ძალიან სახალისო იყო ფასილიტაციისთვის ,, ფაციფუცი''...
დავასრულეთ პროექტის გეგმა...
შევავსეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი,ასევე პორტფოლიოს მახასიათებლების ჩეკლისტი.
მადლობა ჭკვიან ნათიას და დიდ ინტელს!

суббота, 1 ноября 2014 г.

მე-7 დღე

შრომატევადი და საინტერესო დღე იყო:ვიმუშავეთ მოსწავლეთა მხარდასაჭერად-მოვამზადეთ პრეზენტაცია;ასევე გავაკეთეთ რამდენიმე ჩანართი ბლოგში...
ინტელი შეუცვლელია!!!

воскресенье, 26 октября 2014 г.

მე-6 ტრენინგ-დღე

ეს კიდევ უფრო საინტერესო დღე იყო,რადგან, ნათიას წყალობით,უფრო თავდაჯერებული გავხდი...
ამ დღეს ვისწავლე:
1.ტექსტების შესწორება,გავაკეთეთ სათანადო კომენტარები word-სა და poverpoint-ში.
2.შეფასების რუბრიკები გავუკეთეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს(გამოვიყენეთ ინტელის სახელმძღვანელო).
3.ვისწავლეთ yotube-დან ბლოგზე ვიდეოს გადატანა.
4.ვისწავლეთ ჩანართების გაკეთება ბლოგზე.

ზღაპრული თანამშრომლობა


суббота, 25 октября 2014 г.

მე-5 ტრენინგ-დღე

ეს დღე ყველაზე საინტერესო და შედეგიანი იყო!მადლობა ნათიას,რომ ასეთი კარგი ტრენერია!!!
რაც შეეხება იმას, რა ვისწავლეთ:
1.ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე;
2.მოვისმინეთ ლექცია საავტორო უფლების დაცვის შესახებ;
3.ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანით გამოყენებული  ლიტერატურის მარტივ შაბლონს და ვისწავლეთ მისი შევსება-url-მისამართების გადმოტანა;
4.დავამზადეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
p. s. დღეს ყველაზე კარგად გავიგე,რას ნიშნავს შეცდომებზე სწავლა...

понедельник, 20 октября 2014 г.

მე-4 ტრენინგ დღე

1. გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
2. დავათვალიერეთ ტრენინგის მონაწილეთა გეგმის პრეზენტაციები და გავაკეთეთ კომენტარები.

მე-3 ტრენინგ- დღის რეფლექსია

1. დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.
2. შევუსაბამეთ მიზნები, საგნიდან გამომდინარე, სტანდარტები და ინდიკატორები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
3. ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება გუგლ- დოკებში.

მე-2 ტრენინგ-დღის რეფლექსია.

1. მოვიფიქრეთ პროექტის თემები.
2. დავამზადეთ ბროშურები მშობლებისათვის.
3. ინტელის სახელმძღვანელოში გავეცანით ბროშურებისა და გაზეთების შაბლონებს.